რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მალე ბიძინა ივანიშვილი ბაბუა გახდება.
ბერა ივანიშვილმა ინსტაგრამზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილს ჩვილი ბავშვის ფაჩუჩები უჭირავს ხელში, რაც იმის მანიშნებელია, რომ შვილის მოლოდინში არიან. ინსტაგრამზე ატვირთულ ფოტოს მომავალმა მამამ შემდეგი მინაწერი გაუკეთა: "ჩვენი პირველი ანგელოზი გზაშია".
თბილისის მერი, კახა კალაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბერას და ნანუკას სიხარული გაიზიარა და მიულოცა ეს სასიამოვნო სიახლე.
თეკლა ჟვანია