საბა კემულარიას და კესო გაფრინდაშვილის ქორწილი - მომღერალს საყვარელი ადამიანი "მხოლოდ ქართულმა" აპოვნინა (ვიდეო) - მშობლები

საბა კემულარიას და კესო გაფრინდაშვილის ქორწილი - მომღერალს საყვარელი ადამიანი "მხოლოდ ქართულმა" აპოვნინა (ვიდეო)

2019-04-18 20:16:30+04:00

როგორც აღმოჩნდა, კონკურსმა "მხოლოდ ქართული", საბა კემულარიას ცხოვრება არა მარტო შემოქმედებითი თვალსაზრისით შეცვალა, მეორე ნახევარიც "აპოვნინა". კესო გაფრინდაშვილი საბას დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ფეისბუქში მეგობრობაც არაერთხელ გაუგზავნია, მაგრამ საბას ყურადღება არ მიუქცევია. ერთ დღეს, რატომღაც გადაწყვიტა თავად მოეძებნა ის გოგონა, რომელიც რამდენჯერმე არ დაიმეგობრა... იპოვა და ისე იპოვა, რომ 6 თვეში ცოლადაც შეირთო. ისეთი ქორწილი ჰქონდათ, მეგობრები ეკითხებოდნენ რეჟისორი, ვინ იყოო, არადა ყველაფერზე სიძემ ლაშა ღლონტის დახმარებით იზრუნა, რომელიც ქორწილში თამადაც ყოფილა.

იხილეთ წყვილის ქორწილი

Videomshoblebi

საბა კემულარიას ქორწილი