ვასო ფხაკაძემ და ლიკუნა მეტრეველმა ქორწილის გადახდა და ჯვრისწერა თანაცხოვრებიდან მესამე წელს გადაწყვიტეს. ლიკას ქართული, ვასოს კი ევროპული ქორწილი უნდოდა, სანამ შეთანხმებამდე მივიდნენ, ამასობაში 2 შვილი შეეძინათ, ამიტომ პატარძალმა გადაწყვიტა ჯვრისწერაზე არა თეთრი, არამედ ნაზი, სადა, ცისფერი კაბა ჩაეცვა. "არ შემიძლია 300 კაცი რომ გლოცავს, შენ გაღიმებული იხდი მადლობას და თან იმას აკონტროლებ, სუფრაზე რამე ხომ არაა ჩასამატებელიო" - აღნიშნა "პროფილში" სტუმრად მისულმა ვასომ. ამ ამბავში მთავარი და ყველაზე მნიშვენლოვანი ისაა, რომ ქორწილი პარიზში შედგა. იდეა პარიზში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს, მამა ანტონს ეკუთვნის, მაგრამ იმ პერიოდისთვის როცა ეს გაჟღერდა, პარიზში ქორწილის გადახდა ნამდვილად არ იგეგმებოდა. მოხდა ისე რომ კომედი ჯგუფის ბიჭები საქველმოქმედო კოცერტზე საფრანგეთში მიემგზავრებოდნენ, ეს კი იყო კარგი შანსი იმისთვის, რომ ქართული ქორწილი ევროპაში შემდგარიყო და ასეც მოხდა. სიძე სკუტერით მივიდა ჯვრის დასაწერად, მეგობრრებიც იქვე იყვნენ და წყვილის ურთიერთობას ღვთის წინაშე ოფიციალურად დაკანონდა.
თეკლა ჟვანია