33 წლის ეთერ პაპიაშვილს მოულოდნელად B ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მიუხედავად მკურნალობისა, მოკლე დროში გაუარესდა მისი ჯანმრთელობა, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. შეუდგნენ დონორის ძებნას. დედა, ძმა, ქმარი - ვერც ერთი გაუწევდა დონორობას, დარჩა დედამთილი, რომელიც საბედნიეროდ, გამოდგებოდა დონორად. მაია კერესელიძე ერთი წუთით არ დაფიქრებულა, ისე გადაურჩინა შვილიშვილებს დედა და შვილს - ცოლი. ოპერაციაზე შესვლამდე ბუნებრივია ნერვიულობდა ყველა, განსაკუთრებით დათო, რომლის დედაც საკუთარ სიცოცხლეს მისივე ცოლის გადასარჩენად სწირავდა. სწირავდა იმიტომ, რომ არავინ იცოდა, ვისთვის როგორ დასრულდებოდა ოპერაცია. "დათოს ვეუბნებოდი, შენს შვილებს ხომ უნდათ დედა, ამიტომ უნდა გავაკეთო ეს-მეთქი. კი, მაგრამ მეც ხო მინდა დედაო... ნუ გეშინია, შენც გეყოლება დედა და შენს შვილებსაც-თქო, ვუთხარი და ოპერაციაზე შევედი", - აღნიშნა ქალბატონმა მაია კერესელიძემ "სხვა რაკურსში" სტუმრობისას.
თეკლა ჟვანია
დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე - 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში