მამამ რესტორანში თანხა ვერ გადაიხადა და 2 წლის ბავშვი დატოვა.
შეშინებული გოგონა ატირდა; რამდენიმე საათში მამა დაბრუნდა, თუმცა ბავშვი აღარ დახვდა
ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის, გუანდუნის მცხოვრებმა მევალეს ფულის სანაცვლოდ 2 წლის ბავშვი გირაოს სახით შესთავაზა.
რესტორანში მყოფმა კაცმა, რომელმაც ერთი ჯამი ლაფშას ღირებულება - 6 იუანი ვერ გადაიხადა, თანამშრომელს ფულის უქონლობის გამო შვილის გირაოდ დატოვება შესთავაზა.
რამდენიმე საათში მამა დაბრუნდა თანხით, თუმცა ბავშვი იქ აღარ დახვდა. ის პოლიციამ წაიყვანა, რის გამოც მამამ ჩხუბი ატეხა.