ვის არ გვითამაშია ბავშვობაში კულინარობანა? ათასგვარი ფოთლებით, სილით, წყლით და კიდევ ბევრი მრავალი "ინგრედიენტით" გამოგვიცხვია პასკა, ნამცხვარი, ტორტი, უთვალავი რამ!
ალბათ მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა ბავშვებს მონაწილეობა მიეღოთ ტორტისა და დესერტის პროფესიულად მორთვაში.
თან წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს ბავშვები პროფესიონალების დახმარებით და მათი მეთვალყურეობის ქვეშ აკეთებენ.
როგორც ნებისმიერი სხვა, საკონდიტრო სფეროც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ამ კუთხით განვითარება შედარებით ნელი ტემპით მიდის, არის რამდენიმე კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებელს სტაბილურად სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას.
მათ შორისაა ნამცვრის სახლი AZZATO. კომპანია უკვე 6 წელზე მეტია საქართელოს ბაზარზე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას, მომხმარებლებს კი უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტით დამზადებულ ტორტებსა და დესერტებს დაამახსოვრა და შეაყვარა თავი.
კომპანია მუდმივ განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული და ცდილობს, მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს სიახლეები. სწორედ ამიტომ ტრადიციული, სადღესასწაულო, საბავაშვო ტორტებისა და დესერტების გარდა, დაახლოებით ორი წლის შექმნა პროექტი AZZATO Kids, ეს არის საბავშვო მასტერ-კლასი, სადაც თქვენს პატარას ეძლევა შესაძლებლობა პროფესიონალი კონდიტერის დახმარებით სახალისო გარემოში მორთოს ტორტი. მასტერ კლასი დაახლოებით ერთ საათს გრძელდება და ბავშვისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითაა სავსე.
აზზატო ასევე მშობლებზეც ზრუნავს. ხომ იცით სახლში ტორიტის ან დესერტის ცხობას რამდენი შრომა და ენერგია სჭირდება? ნამცხვრის სახლი აქაც პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს და მას აქვს ონლაინ შეკვეთის და ადგილზე მიტანის სერვისიც საიტზე www.azzato.ge. შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე, აირჩიოთ სასურველი კატეგორია იქნება ეს სადღესასწაულო, საქორწილო, თუ უბრალოდ გულის გასახარებელად შერჩეული ტორტი, სააღდგომოდ კი კომპანია ტრადიციულად აგრძელებს უგემრიელესი პასკესების გამოშვებას. აქვე დავძენ, რომ ნამცხვრის სახლი აზზატო 2018 წლის ოქროს ბრენდის ტიტულის მფლობელია კატეგორიაში "საუკეთესო ტორტები და დესერტი". ეს ჯილდო მან გასული წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღო, კერძოდ, "გლობალ აიდიამ" გამოჰკითხა 2000-მდე სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ საკონსულტაციო ცენტრების მომხმარებელი. კვლვევაში ექსპერტის როლში იყო ჩართული სხვადასხვა წამყვანი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯმენტი.