დედამ იფიქრა, რომ მისმა პატარა ბიჭმა დაიძინა, გოგონა პლანშეტში იყო "ჩამძვრალი" და თვითონ შხაპის მიღება გადაწყვიტა. როცა დაბრუნდა, შეამოწმა, ხომ არ გაიღვიძა პატარამ. როგორ ფიქრობთ, რა დახვდა მას საწოლში თავისი ბუთქუჩა ბიჭის ნაცლად? რა და ხელოვნურად გარუჯული, დახატული წარბებითა და ვარდისფერი ტუჩებით შეღებილი არსება.
3 წლის ტიფანიმ პატარა ძამიკოს მაკიაჟი გაუკეთა. თურმე უნდოდა, პატარა დედას რომ დამსგავსებოდა.
"ისეთი წარმოდგენა მაქვს, თითქოს ტიფანი ელოდებოდა კიდეც, როდის გავიდოდი ოთახიდან, სურვილი რომ აესრულებინა".
ჩვილს ეძინა, გოგონა პლანშეტში მულტფილმს უყურებდა. ოთახში შემოსულ დედას ტიფანიმ ახარა: "მოდი, ნახე, ახლა ფრენკი შენსავით გამოიყურება!"
სამმაგი ტონალურის ფენა, ვარდისფერი ტუჩები და მკვეთრი შავი წარბები - "ისე, როგორც დედას" აქვს. აი, ტიფანის მაკიაჟი. ისე ,3 წლის ბავშვისთვის კარგი მიგნებაა.
აღსანიშნავია, რომ ფენკის ეძინა და არ იცოდა, დამ "შრეკს" რომ დაამსგავსა. მან მას შემდეგ გაიღვიძა, როცა დედამ სააბაზანოში გაიყვანა "მხატვრობის" ჩამოსაცილებლად.