2017 წელს მოლი გრინბლატმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ბევრი თვეა, არ იბანდა სახეს. რთული და ბევრისთვის გაუგებარი მეთოდის წყალობით მან ჯანსაღი იერი დაუბრუნა კანს და აკნეც განკურნა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
პატარაობიდანვე მშობელი შვილს აჩვევს წყლის პროცედურებს, რადგან ითვლება, რომ რეგულარული სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია. თუმცა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ონკანის წყალი კანზე ნეგატიურად მოქმედებს, მრავლადაა. სანამ ბიუთი ბლოგერები თავის მიმდევრებს სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდით ანებივრებენ, ზოგიერთი ვარსკვლავი ღიად აცხადებს, რომ დიდი ხანია სახეს აღარ იბანენ. მაგალითად სელმა ჰაიეკი აცხადებს, რომ წყლის მაგივრად იყენებს თბილ პირსახოცს, რომელიც გაჟღენთილია ვარდის წყლით. ნუ გავაკეთებთ ნაადრევ დასკვნებს.
გთავაზობთ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც თავიანთი სილამაზის ყოველდღიური რუტინიდან ამოიღეს წყლის პროცედურები.
მორი გრინბლატმა ერთ წელზე მეტია უარი თქვა წყალზე. დიდი ხნის მანძილზე გრინბლატს აკნე ტანჯავდა. ამ სერიოზული პრობლემის გადაჭრაში მას სამკურნალო სასშუალებებიც ვერ დაეხმარა. კანი უფრო გამოუშრა და ახალ-ახალი კერები გაუჩნდა. ბიუტიმ ერთ-ერთ ფორუმზე წაიკითა სახის მოვლის ინოვაციური მეთოდის შესახებ. მან დაიწყო მინერალური წყლის გამოყენება, რისი წასმის შემდეგაც მაშინვე იბანდა წყლით. შედეგი მალევე შეამჩნია. 6 თვეში მისი აკნესგან კვალიც კი არ იყო დარჩენილი.
ტობი გომეზი გარდატეხის ასაკში აკნეს პრობლემით იტანჯებოდა. იცავდა დიეტას, მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ინტერნეტში წააწყდა წყლის გარეშე მკურნალობის მეთოდს. შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ შედეგი ერთ თვეში არ მიიღწევა. მაინც გადაწყვიტა ეცადა. დაიწყო ვიდეოდღიურის წარმოება, რამაც საშუალება მისცა გვერდიდან დაკვირვებოდა საკუთარ სახეს. გომეზს მთელი წელი მოუწია ცდა. სამაგიეროდ, კანი გაუხდა იდეალურად სუფთა.
ანა პურგსლოვას (ზემოთ ნახსენები ექსპერიმენტატორებისგან განსხვავებით) არ აწუხებდა კანის პრობლემები. ჟურნალისტმა გადაწყვიტა თავის თავზე გამოეცადა წყლის გარეშე სახის მოვლა. უნდოდა თავისი მაგალითი სხვებისთვისაც გაეზიარებინა. მან გადაწყვიტა უარი არ ეთქვა ყოველდღიურ კოსმეტიკაზე, ოღონდ არ იბანდა პირს. ყოველ დილით (ერთი თვის მანძილზე) სახეზე მსუბუქ მაკიაჟს იკეთებდა ისე, რომ ძველს არ იშორებდა. ერთი თვის თავზე მივიდა კოსმეტოლოგთან, რადგან აინტერესებდა კანის მდგომარეობა. მისი სახის კანი 10 წლით დაბერებული იყო. კანი გამომშრალი, ფორები გაფართოებული და ნაოჭები გაღრმავებული ჰქონდა. საბედნიეროდ, ანამ აღიდგინა კანის სილამაზე, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ამ სიტუაციიდან კი ერთი დასკვნა გააკეთა: აღარასოდეს ჩაებმებოდა მსგავს ექსპერიმენტებში.