აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება.
მონაცემები ასე ნაწილდება:
სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს:
აჭარა - 85% გურია-73% სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71% იმერეთი - 61% სამცხე-ჯავახეთი - 32% თბილისი - 30% კახეთი - 25% შიდა ქართლი - 21% მცხეთა-მთიანეთი - 20% ქვემო ქართლი - 18% სულ: 41%
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს:
აჭარა - 50% გურია - 44% სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29% იმერეთი - 23% სამცხე-ჯავახეთი - 12% თბილისი - 7% კახეთი - 4% მცხეთა-მთიანეთი - 6% ქვემო ქართლი - 6% შიდა ქართლი - 4 % სულ: 16 %.
კვლევის შედეგებმა მოქალაქეების დიდ ნაწილში გააჩინა საფუძვლიანი კითხვები, თუ რატომ აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში ტყვიის ასეთი მაღალი შემადგენლობა ბავშვებში, სადაც დასვენება და ჰაერის გამოცვლა ყველაზე მეტად არის რეკომენდირებული თავად სპეციალისტების მხრიდან. ამ და სხვა აქტულურ კითხვებზე პასუხის მისაღებად არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ლელა სტურუას დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები საგანგაშო არ არის და ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულ რეგიონში რატომ დაფიქსირად ასეთი მაჩვენებელი.
მისი თმით, გამოკლევების შედეგად გაირკვევა სად და რატომ ფიქსირდება ტყვის მაღალი მაჩვენებელი და რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი.
ინფორმაციისთვის, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს.
ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
რუსკა კილასონია
სარეცხი საპონი, ჩანგლები, რვეულები... - კიდევ რომელ ნივთებში აღმოჩნდა ყველაზე მეტი ტყვია თბილისელ ოჯახებში
რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ ორგანიზმიდან ტყვია გამოიდევნოს? - გასტროენტეროლოგის პასუხი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 სანელებელში აღმოაჩინა ტყვია