სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა "პეპელამ" მომხმარებლების წინასააღდგომო განწყობაზე იზრუნა და ბავშვების საყვარელი და სასურველი საჩუქრების ძალიან ბევრ სახეობაზე სერიოზული ფასდაკლების აქცია გამოაცხადა. როგორც წესი, ყოველ შაბათ-კვირას სათამაშოების მაღაზიათა ქსელში ფასდაკლების აქციებია, რომლებსაც ცოტა ხნის წინ პარასკევიც დაემატა. ახლა კი წინასააღდგომო გრანდიოზული სასაჩუქრე აქცია დაიწყო.
"პეპელაში" ფასდაკლების კვირეულია 3 ბრენდზე და ამ ბრენდების სრული ასორტიმენტი 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ.
ეს ის სამი ბრენდია, რომელთა ასორტიმენტიც მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ამ დღეებში:
Polesie - შერეული სათამაშოები გოგოს,ბიჭის და ჩვილის ასორტიმენტი. baby mix - ჩვილის აქსესუარები. sluban-ის კონსტრუქტორები.
გარდა ამისა, 100-ზე მეტ სათამაშოზეა 50%-მდე ფასდაკლება.