"ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - რა განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა პროცესზე
"ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - რა განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა პროცესზე
დიდი მად­ლო­ბა უფალს ამ გან­საც­დე­ლის­თვის, ბო­დიშს ვუხ­დი დე­დას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც დრო და­უთ­მო ამ თე­მას და დიდი მად­ლო­ბა თქვენ, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა და ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ მსა­ხი­ობ­სა და ბიზ­ნეს­მენ, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და, პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე რო­მან ხო­რა­ვამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ მისი 15 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს
სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რეც და­ე­თან­ხმა,თუმ­ცა, გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია და გან­მარ­ტა, რომ თან­ხის ოდე­ნო­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­ნე­სა­ზღვრა.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ა ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც 5 დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ასევე იხილეთ: ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალები: "პატრულმა გააჩერა და ამის შემდეგ ამოიღეს მისი ავტომობილიდან ნივთიერება"
2953
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინო
0
კუთხეშიც ხომ არ დადგებოდი 8 წელი... ოგონდ თავჩაგუნული.
23:16 / 24-04-2019
ტოტო
0
რაც არ უნდა მოხდეს,რომ გამოუშვეს,რომ დაეჭირათ მნიშვნელობა არ აქვს.მისი ქმედება არის დანაშაული,საქციელი სამარცხვინო.
11:57 / 24-04-2019
მსგავსი სიახლეები
```