რატომ მოხვდა ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ კლინიკაში - მომღერლის დედის მნიშვნელოვანი განცხადება
რატომ მოხვდა ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ კლინიკაში - მომღერლის დედის მნიშვნელოვანი განცხადება
2000-იანი წლების დასაწყისში ლამის ყველა პატარა გოგო ოცნებობდა, ბრიტნი სპირსს დამსგავსებოდა და მისი პოპულარობა გაემეორებინა. მას უამრავი ფული, ფანების ზღვა, საოცარი კონტრაქტები ჰქონდა და თითქოს ეს საკმარისი იყო ბედნიერებისთვის... თუმცა ვარსკვლავურმა ცხოვრებამ მას პრობლემა მეტი მოუტანა, ვიდრე სიკეთე. 
წლების განმავლობაში ვერ აიწყო პირადი ცხოვრება - მისი ქორწინება კევინ ფედერლაინთან წარუმატებელი აღმოჩნდა. ორი შვილის გაჩენის შემდეგ სხეული მკვეთრად შეეცვალა, რასაც ასევე განიცდიდა. იყო ნარკოდამოკიდებულების პერიოდიც და კიდევ ბევრი განსაცდელი, რომელიც დაატყდა
ტავს.
mshoblebi
აპრილის დასაწყისში ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 37 წლის ბრიტნი სპირსი მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის. ამ დღეებში ვარსკვლავი გამოუშვეს სახლში, რათა მან ოჯახთან ერთად გაატაროს აღდგომის დღესასწაული.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
2008 წელს ბრიტნი სპირსი კევინ ფედერლაინთან განშორების შემდეგ მოხვდა კლინიკაში. მას დაუდგინდა ბიოპოლარული აშლილობა. მეურვედ დანიშნეს მამა - ჯეიმს სპირსი, რომელიც აკონტროლებდა შვილის ფინანსურ მდგომარეობას. ახლახანს ჟურნალისტებისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმსს ნაწლავების სერიოზული დაავადება აქვს. ბრიტნი ძალიან ღელავდა მამის მდგომარეობაზე, ვერ გაუძლო და ნერვული აშლილობით ისევ მოხვდა საავადმყოფოში.
არადა, დიდი ტურნესთვის ემზადებოდა. "არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ასე ველოდი ჩემს შოუს, მაგრამ მომიწია ამის გაკეთება. თქვენ ხომ იცით, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე
იყო ჩემთვის...

ადრე ამბობდნენ, რომ ბრიტნის მამა ნამდვილი ტირანი იყო, რომელიც აკონტროლებდა მის პირად ცხოვრებას, უკრძალავს გათხოვებას და ძალიან ბევრ რამეს. მოგვიანებით კი დედამისმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რომ მისი შვილი საკუთარი სურვილით არ არის საავადმყოფოში. ამან კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები, რომ კვლავ მამა აკონტროლებს მის ცხოვრებას და სავარაუდოდ, მანვე გამოკეტა ფსიქიატრიულში.


mshoblebi
mshoblebi
სოციალურ ქსელში ასევე გამოჩნდა ბრიტნის ფოტოები, რომელიც ბევერლი ჰილსზე, Montage-ის სასტუმროსთანაა გადაღებული. როგორც ინსაიდერები იუწყებიან, მან ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, რამდენიმე საათი გაატარა ბოიფრენდ სემა ასგართან ერთად, რომელიც ასევე მოხვდა პაპარაცების კადრში. ბრიტნი არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა გაწეწილი თმებითა და გაურკვეველი გამომეტყველებით. მას ეტყობა, რომ ნამდვილად ესაჭიროება სპეციალისტების დახმარება. საავადმყოფოში ის კიდევ 30 დღეს გაატარებს.
mshoblebi
ბრიტნი შვილებთან ერთად

1233
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?