23 აპრილს პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის მესამე შვილს - ლუის 1 წელი შეუსრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ოფიციალურ ექაუნთზე გამოაქვეყნეს ლუის ახალი ფოტოები.
"დაბადების დღეს გილოცავთ პრინც ლუი! ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარული არიან შვილის ფოტოების წარდგენით", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სამეფო წყვილის თაყვანისმცემლებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ ლუი და-ძმის არაჩვეულებრივი "ნაზავია". ზოგიერთებმა დაწერეს, რომ ბიჭს დედის თვალები აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბევრისთვის საყვარელი სამეფო წყვილი ასევე ზრდის 5 წლის ჯორჯსა და 3 წლის შარლოტას.
ეს კი პატარა ლუის ფოტოები, ოჯახის წევრებთან ერთად.
აპრილის თვე ბრიტანული სამეფო ოჯახის ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი თვეა.
21 აპრილს ელიზაბეტ მეორემ 93 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო 23-ში პრინც ლუის დღეობაა.