პასკა „პანე“ - სიახლე, რომელსაც სააღდგომოდ ბაზარი გვთავაზობს
აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი პას­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სა­აღ­დგო­მო პას­კის სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ებ­რა­უ­ლი პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან ამ დროს ხმი­ა­დებს, უსა­ფუ­ა­რო პუ­რებს აცხობ­დნენ. ხმი­ა­დე­ბი იესო ქრის­ტე­სა და 12 მო­ცი­ქუ­ლის სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზეც იყო.

დღეს პას­კას ძი­რი­თა­დად, სა­ფუ­ა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით აცხო­ბენ. ამ მხრივ გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბა არ­სე­ბობს და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სი­ებ­ში. და­სავ­ლეთ­ში უსა­ფუ­ა­რო კვე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი გა­ფუ­ე­ბუ­ლი კვე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცია შე­მო­ვი­და. ის ეფუძ­ნე­ბა მა­ცხოვ­რის მიერ მო­ყო­ლილ იგავს სა­სუ­ფევ­ლის შე­სა­ხებ: სა­სუ­ფე­ვე­ლი ჰგავს სა­ფუ­ა­რი­ან ცომს, რომ­ლის
მცი­რე ნა­წი­ლი ცომს აფუ­ებს.

პას­კის გა­მო­ცხო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა კი ყვე­ლას არ გა­მოს­დის. დღე­ვან­დე­ლი დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი ყვე­ლას არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სახ­ლში გა­მო­ა­ცხოს პას­კა და მას იმ­დე­ნი დრო და ენერ­გია და­უთ­მოს, რამ­დე­ნიც რე­ა­ლუ­რად სა­ჭი­როა.

მე­ო­რე მხრივ, ადრე პას­კას ერთი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით აცხობ­დნენ, ახლა კი იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია, რომ სახ­ლში მხო­ლოდ ერთი სა­ხე­ო­ბის პას­კის გა­მო­ცხო­ბას ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბას სხვა­დას­ხვა არო­მა­ტის პას­კე­ბის შე­ძე­ნას ანი­ჭებს. თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ დიდი არ­ჩე­ვა­ნია, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის, ზო­მის და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის პას­კის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. სულ ახალ­ა­ხანს კი „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კეტ­ში“ გა­მოჩ­ნდა პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლის სრუ­ლი­ად ახა­ლი ბრენ­დი „პანე“, რო­მე­ლიც პას­კე­ბის უგემ­რი­ე­ლეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენტს
გთა­ვა­ზობთ. თუმ­ცა რო­გორც „პა­ნეს“ ბრენდ მე­ნე­ჯე­რი თა­თია ღლონ­ტი აღ­ნიშ­ნავს, დღეს ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი რჩე­ბა მა­ინც „ტრა­დი­ცი­უ­ლი პას­კა ქიშ­მი­შით“

რო­გო­რი პას­კე­ბია დღეს ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი?


მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ პას­კე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი გვაქვს, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მა­ინც არის „ტრა­დი­ცი­უ­ლი პას­კა კიშ­მი­შით". თუმ­ცა ეს ის გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­დე­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­გე­მოვ­ნოთ თი­თო­ე­უ­ლი პას­კა.
რამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბის პას­კას ამ­ზა­დებს „პანე“?
mshoblebi
აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ „პა­ნეს“ სხვა­დასსხვა გრა­მა­ჟი­სა და არო­მა­ტის პას­კებს:

  • პას­კა ქიშ­მი­შით
  • პას­კა ქიშ­მი­შით და შავი შო­კო­ლა­დით
  • პას­კა ქიშ­მი­შით და თეთ­რი შო­კო­ლა­დით
  • პას­კა ცუ­კა­ტით
  • პას­კა ცუ­კა­ტით და თეთ­რი შო­კო­ლა­დით
გარ­და სტან­დარ­ტუ­ლი შე­ფუთ­ვე­ბი­სა, ასე­ვე, გვაქვს „პა­ნეს“ სა­სა­ჩუქ­რე პას­კე­ბი, რომ­ლის შე­ძე­ნაც ჩვენს ნე­ბის­მი­ერ მომ­ხმა­რე­ბელს მხო­ლოდ „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტის“ ქსელ­ში შე­უძ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ფას­დაკ­ლე­ბებს, მომ­ხმა­რე­ბელს სა­აღ­დგო­მოდ ვთა­ვა­ზობთ სა­უ­კე­თე­სო ფასს სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბი­სა და გრა­მა­ჟის პას­კა­ზე. „პა­ნეს“ პას­კე­ბი თქვენს სა­აღ­დგო­მო სუფ­რას ნამ­დვი­ლად და­ამ­შვე­ნებს.

- „პა­ნეს“ პას­კე­ბი რამ­დე­ნად ჰგავს იმ ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ პას­კას, რო­მელ­საც წლე­ბის წინ აცხობ­დნენ სახ­ლებ­ში?

ჩვე­ნი მი­ზა­ნი სწო­რედ ის იყო, რომ, „პა­ნეს“ პას­კის გემო მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო სახ­ლში გა­მომ­ცხვა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი პას­კის გე­მოს­თან. ამის მი­საღ­წე­ვა­დაც ჩა­ვა­ტა­რეთ უამ­რა­ვი გა­მო­კი­თხვა და დე­გუს­ტა­ცია, მი­ვი­ღეთ რჩე­ვე­ბი იმ დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­გან, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხობ­დნენ უგემ­რი­ე­ლეს პას­კას ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ცეპ­ტით. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ „პა­ნეს“ უგემ­რი­ე­ლე­სი პას­კა.

- სა­მო­მავ­ლოდ რა სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებს „პანე“ მომ­ხმა­რე­ბელს?

ძა­ლი­ან მალე „პა­ნეს“ სხვა პრო­დუქ­ცი­აც გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მათ შო­რის იქ­ნე­ბა: პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლი, ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, კექ­სი და სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­ყი­ნუ­ლი ცო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს. ამ დრო­ის­თვის კი „პა­ნეს“ სა­უ­კე­თე­სო პას­კა სა­უ­კე­თე­სო ფა­სად, მხო­ლოდ „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კეტ­ში“ გე­ლო­დე­ბათ.
265
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?