სამწუხაროდ, კიდევ ერთი ავარია მოხდა, რომელსაც ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა აღდგომას ჭიათურაში მოხდა. საჭესთან 85 წლის მძღოლი იჯდა, რომელსაც, როგორც ადგილობრივები ყვებიან, მანქანა დაუგორდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და 12 წლის ანზორიკო ხვედელიძეს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოგვიანებით, მანქანის მძღოლიც დაიღუპა, ნერვიულობის ნიადაგზე.
როგორც ჭიათურელები იხსენებენ, ანზორიკო გამორჩეულად კარგი ბიჭი იყო, რომელიც ყველას უყვარდა. ამ ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა.
ყოველთვის, როცა სიჩქარეს მოუმატებთ, შვილები გაიხსენეთ!