ახალგაზრდა მსახიობი ქეთი წიქვაძე ქართული გახმაურებული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ჩიკას „სკანდალური“ დაქალის როლს ასრულებს, თუმცა როგორც ქეთი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა, პროფესიით ტელე-კინომენეჯერია და სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ როლის ქასთინგებზე. როგორც ქეთი აღნიშნავს, ეს კინოროლი მისთვის პირველია და საერთოდ არ ჰგავს იმ პერსონაჟს, რომელსაც სერიალში განასახიერებს.
„ბომონდი“-ს ბლიც ინტერვიუს კითხვებს ყველაზე პოპულარული ქართული ტელესერიალის, ლეკას კროლის შემსრულებელი - ქეთი წიქვაძე პასუხობს.
ბავშვობაში ვიყავი...
- საკმაოდ პუტკუნა და საყვარელი...
როლი, რომელსაც სიამოვნებით მოვირგებდი...
- დიახ, არც მეტი არც ნაკლები ჯულია რობერტსი ვიქნებოდი და დიდი სიამოვნებით მის ყველა როლს მოვირგებდი.
ოჯახი...
- ჩემთვის ოჯახი ყველაფერია, ეს არის ბედნიერება, რომელსაც წლებთან ერთად აანალიზებ და ხვდები, თუ რამდენად ძვირფასი რამ არის.
შემთხვევა, რომელმაც შემცვალა...
- შემთხვევას, როგორც ასეთს ვერ ვიხსენებ, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულმა განაპირობა ჩემი შეცვლა, ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს იწვევს ყველა სულიერშიასე მგონია...
მამოტივირებს...
- ჩემი ცხოვრების მოტივაცია ჩემი შვილები არიან, ისინი ყოველდღიურად კი არა ყოველ წამს მამოტივირებენ ყველაფერი უკეთესობისკენ.