სოფელში, ღარიბ ოჯახში დაბადებული ბაქარ ორჯონიკიძე, რომელიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამდიდრდა და ახლა პოლიტიკაში ჩაბმას ცდილობს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელთა ინტერესის ეპიცენტრშია. მაყურებელთა ნაწილი ბაქარს ბიძინა ივანიშვილის პროტოტიპად მიიჩნევს, მით უმეტეს - ახლა, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვრცელ ინტერვიუში მდარე სერიალები ახსენა... ჩვენ ბაქარის როლის შემსრულებელს - მსახიობ ბუბა მირცხულავას ვესაუბრეთ...
- რადგან სერიალი სიუჟეტური და პერსონაჟების მრავალფეროვნებით, მოულოდნელობებით გამორჩეულია, არაფერს გამოვრიცხავდი - ქართული რეალობა მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა, რაც მერე "ჩემი ცოლის დაქალებშია" ასახული. შესაბამისად, სიუჟეტის ასე განვითარება არ გამკვირვებია. სერიალის მრავალფეროვნება თავად შეაფასეთ: თუნდაც, ჩემი პერსონაჟი ავიღოთ - ვინ იყო, ვინ გახდა და კიდევ ვინ გახდება, კაცმა არ იცის. ჩემთვის, როგორც ამ როლის შემქმნელისთვის, საინტერესოა და ალბათ, მაყურებლებისთვისაც ასეა.
- ალბათ ის, რომ ბაქარი უფრო რაციონალურია. ჭკუა-გონებას უფრო "მიჰყვება" და გულთან კომუნიკაცია შეამცირა. ჟარგონულად რომ ვთქვათ, გრძნობები და ემოციები "დაიკიდა" და იმას აკეთებს, რაც თავისი კონკრეტული, მატერიალური მიზნებისა და გავლენისთვის სჭირდება. მე ასე არ ვარ, ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე და სიმართლე გითხრა, არც მინდა, რომ ვიყო, რადგან ძალიან ემოციური ვარ. შესაბამისად, გონებასა და გულთან სულ ჭიდილი მაქვს. ვცდილობ, არც ერთმა არ მძლიოს და ეს ჭიდილი დავაბალანსო, ხან ვახერხებ, ხან - ვერა...
- კი. რაღაც არასასიამოვნო თუ მოხდება, ამაზე ბევრი ფიქრი მჩვევია. შესაბამისად, ხანდახან ეს მაზარალებს. ალბათ, ასეთი ეპიზოდები ცხოვრებაში ყველა ადამიანს ჰქონია, როცა რაღაც დაგაფიქრებს, გონებას ნაკლებად უჯერებ, უფრო მეტად გულიდან წამოსული ფიქრებია...
- ერთი კონკრეტული ადამიანი არ ამიღია. უბრალოდ, ვიღაცისგან რაღაც დეტალი "ავიღე", რაღაცებზე ვიფიქრე და ა.შ. კონკრეტულად ვინმესთვის არ მიმიბაძავს. ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, საზოგადოების ასოციაცია ლოგიკურია, რადგან ბაქარი იმერელი ბიჭია, ღარიბი ოჯახიდან. თბილისში ჩამოვიდა, იშოვა ძალიან ბევრი ფული და პოლიტიკაში მიდის... ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს, რომელსაც თავდაპირველად, ფული არ ჰქონდა - ღარიბ ოჯახში დაიბადა. მერე დიდი ფული მიიღო და პოლიტიკაში მოვიდა. ლოგიკურად, ბაქარს ყველა მასთან დააკავშირებს და იფიქრებს, - ის ხომ არ არისო? არ ვამბობ, რომ ის არის ან არ არის. პირადად მე, კონკრეტულად იმაზე არ მიმუშავია, რომ ზუსტად ის ადამიანი "ვყოფილიყავი". უბრალოდ, ასე დაემთხვა.
- არა. უბრალოდ, მეგობრებისგან გავიგე, უთქვამს, - ქართული სერიალები არ მომწონს. ახალი, ისტორიული სერიალების გადაღება მინდა და უნდა დავაფინანსოო. მხოლოდ ეს ინფორმაცია ვიცი. ინტერვიუ არ მინახავს და არც მინდა, ვნახო, წეღან ნახსენები მიზეზის გამო: არ მსურს, სხვა რამეზე გადავერთო - ახლა ყურადღების გაფანტვა არ მაწყობს. განაგრძეთ კითხვა