ერთი კვირის წინ, ლოს-ანჯელესში ორი პატარა ბავშვი აღმოაჩინეს ჩაკეტილ სახლში, დედ-მამის ცხედრებთან ერთად. გამოძიების ვერსიის თანახმად, 46 წლის დევიდ კოროს პარასმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 38 წლის ცოლი - მიოკო და შემდეგ თავი მოიკლა.
პირველად სახლში მეზობლები შევიდნენ. მათი სიტყვებით, გოგონა იატაკზე იწვა და შეშინებული გამომეტყველებით უყურებდა ოთახში შემოსულთ. მის გვერდით იწვა უღონო, ოღონდ ცოცხალი ახალშობილი.
მალევე მოვიდნენ სამართალდამცავები, რომლებსაც ბავშვების ბაბუამ დაურეკა. ის ნერვიულობდა, რადგან თავისი შვილი რამდენიმე დღე გაუჩინარებუიყო. აღმოჩნდა, რომ დევიდ კოროსს დეპრესია ჰქონდა, რომელიც ასე ტრაგიკულ შედეგამდე მივიდა.პ
ოლიციელებმა პატარა გოგონას ანგელოზი და გმირი უწოდეს. მიუხედავად გაუწყლოვებისა და შიმშილისა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პატარა ძამიკო გადაერჩინა. მომხდარის შესახებ გოგონას ბევრი რამ არ ახსოვს. მისი სიტყვებით, მან გაიგონა დედის ტირილის ხმა და ძლიერი ხმაური. მან პოლიციელებს უთხრა, რომ დედას ჰქონდა ტკივილები. ახლა კი მშობლებს სძინავთ.
ამჟამად პატარების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბავშვები გადასცეს ნათესავს, რომელმაც მათ შვილად აყვანაზე თანხმობა განაცხადა. ბაბუა და ბებია ასაკის გამო ვერ შეძლებენ მათზე ზრუნვას.
- სამაგიეროდ, ისინი ხშირად გვესტუმრებიან და გაგვახარებენ, - განაცხადა ბავშვების ბაბუამ.