ნუკი კოშკელიშვილმა ინსტაგრამის გვერდზე საკუთარი დიეტა გაამხილა.
"წონაზე ვლაპარაკობ, თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ. ეს ფოტო არის გადაღებული, როდესაც ვიყავი ორი თვის ორსული.
ყველაზე დიდი წონა მოვიმატე ორსულობის ბოლო თვეებში და როგორ მიჭის 6-7 კილოს დაკლება, კი იცით. ორი რამ არის ცხოვრებაში, რაც ძალიან მაკოპლექსებს. გაგეცინებათ და ცხვირი - არა. პირველი არის წონა და მეორე ის, რომ ასაკი მემატება. ერთ თვეში ვხდები 29 წლის და გადავწყვიტე დავიბრუნო სასურველი წონა და იქნებ შევხვდე დაბადების დღეს კიდევ ფორმაში, ვიდრე ოდესმე. აქ რატომ ვწერ? - არ ვიცი. ალბათ მოტივაციისთვის, მინდა თქვენი მხარდაჭერა. აქამდე მქონდა სამი ცდა და არც ერთმა არ გაამართლა. ბავშვს ისევ ვაჭმევ, მაგრამ უკვე საგრძნობლად ნაკლებდამოკიდებულია და იქნებ გამომივიდეს. თან ზაფხული მოდის და საჭიროა ცოტა თავი ხელში აყვიყვანო", - წერს ნუკი ოშკელიშვილი და ასაჯაროებს საკუთარ დიეტას:
დილას - 20გ. ყველი, კიტრი. დღისით - ორი მოხარშული კალმახი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი. საღამოს - ხაჭო უცხიმო, ერთი ჭიქა კეფირი, კიტრი. ყველაფერი უნდა მივირთვათ უმარილოდ და უშაქროდ. უნდა მივიღოთ ბევრი სითხე და უარი ვთქვათ ალკოჰოლზე.