"2015 წლის შემდეგ მომავალს არ ვგეგმავ. ვცხოვრობ დღეს და აქ და ვაფასებ ყველა მომენტს, რაც დღეს მაქვს. ვთვლი, რომ ცხოვრება არის დღეს. არც გუშინ იყო და არც ხვალ იქნება და ამით უნდა ვიცხოვროთ" - აცხადებს "სარკესთან" საუბარში განო მელითაური.
ინოვაციური ფაბრიკის ისტორია დაიწყო, მაშინ როდესაც სამაგისტრო ნაშრომს ვასრულებდი პოლონეთში, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში. ჩემი სადიპლომო ნაშრომი გავაკეთე სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ფერების მიმღებლობას საქართველოში. უნიკალური ნაშრომი გამოვიდა.
ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ორიენტირებულია სოციალური პროექტების განხორციელებაზეც. დაახლოებით შვიდწლიანი განვითარების გეგმა შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც პირველი ნაბიჯი იყო ფერების მიმღებლობის კვლევა. შემდეგ მასზე დაყრდნობით უნდა გაკეთებულიყო ახალგაზრდული ტანსაცმლის ხაზი და ასეც მოხდა.
შარშან ბაზარზე გამოვიტანეთ ბრენდი კომბინიზონა, რომელიც იყო ქართველებისთვის და ასევე საბავშვო ხაზი. მომხმარებელს იმდენად მოეწონა დიზაინი, ტანსაცმლის კონცეფცია , რომ დაახლოებით 3 კვირაში გაიყიდა სრული კოლექცია.
ტასო 10 წლის არის. ძალიან დაკავებულია, კლასიკური ჩოგბურთის თამაში დაიწყო, სხვადასხვა საგნებში ემზადება და წამი არ აქვს თავისუფალი. ტასოს აქვს დიზაინის და ვიზუალის მონაცემები, იმედია მომავალში ამ საოჯახო ბიზნესის ბორდს გადაიბარებს. თუ მამის გზას არ გაჰვა.
თარაში 7 წლის არის, ძალიან საყვარელი, მოწესრიგებული მამაკაცია. თქმა არ სჭირდება, რომ იმეცადინოს.