ბავშვმა თავიდან დაიწყო ხელის უნებლიე მოძრაობები და თვალის უნებლიე ჩაკვრები, რაც ძალიან მეუცნაურა. როგორც კი ექიმთან მივიყვანეთ თელავში, მაშინვე გვითხრეს, რომ სასწრაფოდ თბილისში გადაგვეყვანა. მივედით ექიმთან, რომელმაც ყველანაირი იმედი მოგვიკლა. იმ დღის მერე მე
ასევე დაგაინტერესებთ
როდესაც სკოლის ასაკი მოუვიდა მე ვერც კი წარმომედგინა, რომ ნიკა სკოლაში გაჩერდებოდა, რადგან სახლში მყავდა ჩვეულებრივი „მაუგლი“. თუმცა თავიდან ერთი-ორი წუთი შევიყვანეთ კლასში, შემდეგ ნელნელა ვზრდიდით ამ დროს და ბოლოს მივაღწიეთ მიზანს და ნიკა სრულიად შეიცვალა ქცევის მხრივ. ახლა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია.
მე ჩემი შვილის გამო შევიცვალე საქმიანობის სფერო. გავხდი აქტივისტი დედა და ვიბრძვი არა მხოლოდ ჩემი შვილისთვის, არამედ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებისთვის. გავიარე ბევრი ტრენინგი, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ სფეროსთან. ჩემი მიზანი იცით რა იყო? მე რომ პირველმა ექიმმა მითხრა, რომ შენი შვილი ვერ იმეტყველებს, ფეხზე ვერ გაივლის და ასე შემდეგ. მინდოდა, რომ ეს სიტყვები დამემარცხებინა და დამემტკიცებინა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მთელი დღეები ვანდომებდი, რომ სულ პატარა და მარტივი რაღაც მესწავლებინა ჩემი შვილისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე ეს შევძელი. ამჟამად კი ვმუშაობ ორგანიზაცია „მშობელთა მხარდამჭერ ცენტრში“ და გვერდში ვუდგავართ უკვე სხვა მშობლებს.

ნიკამ ჩემი სამყარო მთლიანად შეცვალა, მან ცხოვრება მასწავლა.“
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
შუქი მოვიდა