თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებია შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწროდა. 10 წლის ბიჭი დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში სამართალდამცველებმა მოათავსეს.
ექიმის თქმით, ბიჭს სახის და ხელის არეში სხვადასხვა დაზიანებები და სილუჯე აღენიშნებოდა. მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
მომხდარის შესწავლა უკვე დაიწყო კახეთის სოციალურმა სამსახურმა, სადაც განაცხადეს, რომ ბავშვი ამ ეტაპზე, მამიდასთან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
"ბავშვის შესახებ ინფორმაცია კახეთის სოციალურ ცენტრში პარასკევს 6-ის ნახევარზე შემოვიდა, ინფორმაცია იყო წერილობითი სახით, რომელიც იგზავნებოდა თბილისში, მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტში, ვალერი გაზდელიანის სახელზე...
შესაბამისად წერილი უნდა გადაგზავნილიყო თბილისში, მაგრამ ვინაიდან ინფორმაცია კახეთის ცენტრში იყო შემოსული, სატელეფონო ზარით დავაზუსტეთ ინფორმაცია.