საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ყანდაურაში 85 წლის ომარ გამყრელიძის მიერ მოკლული შვილი და მეზობელი დედა-შვილი მშობლიურ სოფელში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
მამამთილის მიერ მოკლული გოგოს ცხედარი კი ოჯახის მოთხოვნით სოფელ მანავში, მშობლების სახლში დაასვენეს. ოთხივე მოკლულს რამდენიმესაათიანი ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის კახეთის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.
პოლიციამ ადგილობრივების ნაწილი უკვე გამოკითხა, მათ შორის ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც 85 წლის მამაკაცმა შვილი და მეუღლე მოუკლა. იგი 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის დაწვას ითხოვს.
"მე მომიკლეს ცოლი და შვილი, ამიტომ ვითხოვ დასჯას, პატიმრობას კი არა, მის დაწვას. ეგ არანაირ გასამართლებას არ იმსახურებს. დაკითხვაზე ვიყავი და პოლიციელებს მოვუყევი, რაც ვნახე. ჩემს თვალწინ მოხდა ეს უბედურება. ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა. დილით დასახმარებლად დაგვიძახეს. წავედი დასახმარებლად, რადგან ვიცოდი, რომ ელზა ცუდად იყო...