ნებისმიერ ორსულს უამრავი შეკითხვა უჩნდება, რომლებზე პასუხებსაც ეძებს. იქნება ეს კვების საკითხები, თავის მოვლა, სტრესი და ა.შ. შეკითხვები ბლომად არის და ყოველთვის ვერ ვახერხებთ მათ დასმას სპეციალისტებისთვის.
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" განსაკუთრებულ ღონისძიებას გეგმავს ყველა ქალბატონისთვის, რომელიც ორსულად არის ან გეგმავს ორსულობას. ეს იქნება ერთგვარი უფასო კონსულტაცია - ვინც ღონისძიებაზე მივა, შესაძლებლობა ექნება, შეკითხვები დაუსვას გინეკოლოგსა და ფსიქოლოგს.
შეხვედრა 7 მაისს, 19:00-ზე, ჭავჭავაძის 7-ში, "ბიბლუსი გალერეაში" იგეგმება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებულ და საინტერესო ღონისძიება, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.
მოწვეულები არიან სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" ექიმი გინეკოლოგი თიკო გოთუა, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, უამრავი მადლიერი პაციენტი დაუგროვდა და ხშირად გვიზიარებს გამოცდილებას სხვადასხვა აქტაულურ საკითხზე.
რისგან უნდა შეიკავოს თავი ფეხმძიმე ქალმა, საჭიროა თუ არა ყოველდღიურ რეჟიმზე უარის თქმა და ცხოვრების რიტმის შეცვლა, გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესება, თუნდაც კვების ან ფიზიკური აქტივობის კუთხით – ამ და სხვა თემებზე მეანგინეკოლოგი თიკო გოთუა ისაუბრებს.
იხილეთ თიკო გოთუას საინტერესო ინტერვიუ:
ორსულის კვება, სქესობრივი კავშირი ორსულობის დროს, სტრესი - გინეკოლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
გარდა ამისა, ღონისძიებაზე განსაკუთრებული ფასდაკლებით იქნება გამოტანილი წიგნები, რომლებიც ეხება ორსულობას, ბავშვის აღზრდას და მსგავს თემებს. ეს ის წიგნებია, რომლებიც ყველა დედის ბიბლიოთეკაში უნდა ინახებოდეს.
როგორც გითხარით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. "ბიბლუსი გალერეას" თავისუფალი სივრცე მზადაა უმასპინძლოს სტუმრებს.