მითხარი შენი საუზმე და გეტყვი ვინ ხარ შენ
ქეთი ნემსაძე, პედიატრი:
"სითის" და ჩემი გზები ხშირად იკვეთება. იკვეთება მაშინ, როდესაც მკითხველს კვების რეჟიმსა და პროდუქტებზე უნდა ვესაუბრო. ამჯერად, საუზმეზე გვიწევს საუბარი რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია დღის კვებაში. მე ძალიან მიყვარს საუზმე. მიყვარს ძალიან "ნიკორა". მასთან ჩემი ისტორიები მაკავშირებს. მიყვარს "სითიც" და რატომაც არა, ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე.
საუზმე
ის საუზმე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, იდეალურთან ძალიან, ძალიან მიახლოებულია. მოგიყვებით რატომაც. საუზმე აუცილებელი რიტუალია. არასდროს გახვიდეთ სახლიდან მშიერი. ასეთ დროს, გამოყოფილი კუჭის წვენი ბევრ არასასიამოვნო პრობლემას წარმოქმნის. ღამის ძილის გათვალისწინებით, საუზმის გამოტოვებით უზარმაზარ შესვენებას უკეთებთ თქვენს ორგანიზმს, მას კი ეს არ სჭირდება. მე ვემხრობი ინგლისელების გამოთქმას: საუზმე შეიძლება წაართვა სხვას, სადილი გაუნაწილო მეგობარს, ხოლო ვახშამი კი სხვას აჩუქო.
საუზმე-მსუბუქი თუ ნოყიერი
ცასლსახად მსუყე და ნოყიერი. ადამიანმა საუზმისას დღის განმავლობაში მისაღები საკვები რაციონის დაახლოებით 26% უნდა მიიღოს. ეს აუცილებელი პირობაა მოზარდებისთვის, თუმცა მოზრდილებიც თუ გავითვალისწინებთ, კარგი იქნება.
როგორ იცვლებოდა საუზმე...
საუზმე, ცხადია, იცვლის შემადგენლობას, მაგრამ უცვლელია რამდენიმე კომპონენტი. მათ შორის მთავარია კვერცხი, რომელიც უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტია. ასევე, პროტეინებით გამდიდრებული კერძები. პირადად მე, ვემხრობი საუზმისას ძეხვს, ლორს, შაშხს, სოსისს. მონაცვლეობით, ცხადია, მაგრამ ეს პროდუქტები სძენს საუზმეს იმ ნოყიერებას და სიმსუყეს, რომელიც ჩვენ დილით ძალიან გვჭირდება. ზომიერი პორციებით, ცხადია. როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე და ხორცპროდუქტებზე, აქ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გასათვალისწინებელი - პროდუქტი იმ ქვეყანაში უნდა მზადდებოდეს, სადაც ცხოვრობს ბავშვი. ამ კუთხით, "ნიკორამ" მართლაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ჯერ ერთი, ქართული კომპანიაა და მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადგილობრივ წარმოებას. მეორეც, უკვე ამდენი წელია ბაზარზეა და დიდი გამოცდილება დააგროვა და ნდობაც მოიპოვა. და ბოლოს, ძალიან კარგი შეფუთვა აქვთ, სუფთა და ყველა ნორმის დაცვით.
ნიკორა - 20 წელი ერთად
20 წლისაა "ნიკორა" და, ფაქტობრივად, ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი გავიარეთ ერთად. მე ვერაზე ვცხოვრობ და კარგად მახსოვს მისი პირველი მაღაზია ჩემს სახლთან ახლოს. იქიდან მოყოლებული, ვენდობი ამ პროდუქციას და ძალიან მომწონს. მე, ძირითადად, ქათმის სოსისებს ვყიდულობდი, რადგან ხორციდან ქათმის ხორცი მიყვარს.
საუზმე ქეთი ნემსაძის ცხოვრებაში
მახსოვს, ბებიას საუზმე შედგებოდა თოხლო კვერცხისგან, შებოლილი ხორცისაგან და ხაჭაპურისგან. ჰო, აი ასეთი იმერულ-ინგლისური საუზმე გვქონდა ბავშვობაში.
დედა ფიქრობდა, რომ მე ძალიან გამხდარი ვიყავი და ამიტომ დროთა განმავლობაში ჩემს საუზმეს დაემატა გოგლი-მოგლი. დღეს გოგლი-მოგლი ჯანსაღ საუზმედ აღარ ითვლება, მაგრამ კვერცხი ყოველთვის დარჩება საუზმის შემადგენელ ნაწილად ისევე, როგორც რძის ნაწარმი, ძეხვი, შაშხი, ან სოსისის.
ოდნავ განსხვავებულ საუზმეს ვუმზადებდი მე უკვე შვილებს: კვლავ რჩებოდა კვერცხი, შებოლილი ხორცი, ყველი და ახლად გამოწურული წვენი. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო საუზმე ყოფილიყო მსუყე.
საუზმე დიდი ქეთოსგან, პატარა ქეთოს
ჩემს შვილიშვილს, ქეთოს, შვრიის ფაფას ვუმზადებდი, თაფლითა და ხილით. იყო მეორე ტიპის საუზმე, კვერცხითა და სოსისით ან ლორით. დღეს ქეთო საუზმის გარეშე გარბის ხოლმე სკოლაში, გვიან იძინებს, ადრე დგება, დრო საუზმისთვის ნაკლები რჩება. თუმცა, ის არ არის გამონაკლისი. მოზარდების დიდი უმრავლესობა ამ რეჟმშია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენი მხრიდან ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების საუზმის კორექტირება. მათ ამისთვის არ სცალიათ, ჩვენ უნდა მოვიცალოთ.