როგორც ჩანს, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილს დედამიწაზე მოვლენა არ სურს. 37 წლის მეგან მარკლს აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ რიცხვებში უნდა გაეჩინა შვილი.
როგორც ცნობილი გახდა, მარკლს სახლში სურს მშობიარობა, რათა თავიდან აირიდოს ჟურნალისტების ყურადღება. Daily Mail-ის ცნობით, პრшნცი ჰარის მეუღლე თავს შესანიშნავად გრძნობს და ცდილობს, ბევრი ისეირნოს სუფთა ჰაერზე.
წინა კვირას კონსულტაციისთვის ბებიაქალი მივიდა მარკლთან და მან აღნიშნა, რომ მეგანი კვლავ ელოდება მშობიარობის დაწყებას.
როგორც წესი, ხელოვნური ჩარევა დაგეგმილი თარიღიდან 7-10 დღის შემდეგ იწყება. სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ მისი ასაკიდან გამომდინარე, მშობიარობის დაწყებაზე კიდევ ლოდინი საშიშია.
"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს