"ემოციები მახრჩობს...როგორ შეუძლია ქალს ამდენი" - პრინცი ჰარის პირველი კომენტარი მშობიარობაზე დასწრების შემდეგ
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ჰარი მშობიარობის დროს ცოლს გვერდიდან არ მოშორებია. მოგვიანებით ბედნიერმა მამამ თავისი ემოციები ჟურნალისტებსაც გაუზიარა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, შეგატყობინოთ, რომ დილით ადრე მე და მეგანს პატარა, ჯანმრთელი ბიჭი შეგვეძინა. დედა და ბავშვი ყველაფერს კარგად უმკლავდებიან. ეს ყველაზე საოცარი გამოცდილება იყო, რაც კი ოდესმე შემეძლო წარმომედგინა. ემოციები მახრჩობს. როგორ შეუძლია ქალს ამდენი, როგორ ჩუქნის სამყაროს ახალ სიცოცხლეს... რასაც ისინი აკეთებენ, წარმოუდგენელია.

ორივენი ვღელავთ ახლა და ვერ წარმოიდგენთ, რა მადლობელნი ვართ ყველა გარშემომყოფთაგან
გამოვლენილი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ეს გასაოცარი რამ იყო, ამიტომ მინდოდა ემოცია ყველასთვის გამეზიარებინა.

სახელზე ჯერ ისევ ვფიქრობთ, ორი დღის შემდეგ კი ყველა შეძლებს ბავშვის ნახვას.
პირველად დავესწარი მშობიარობას... საოცრება იყო, ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით და როგორ ყველა მამა და ყველა მშობელი, ვამბობ, რომ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ" - განუცხადა ბედნიერმა პრინცმა ჟურნალისტებს.
მეგან მარკლმა 6 მაისს, გამთენიისას იმშობიარა. მან პატარა პრინცი 37 წლის ასაკში გააჩინა, ჰარი კი 34 წლისაა.  

altმეგან მარკლმა იმშობიარა - მშობლებს ტიტულების ნაცვლად მისთვის "ნორმალური ბავშვობის" ჩუქება უნდათ


6738
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
nia
0
3 3 3
17:30 / 07-05-2019
harisssssssssssss
0
გიორგობას როცა იბადება ბავშვი საქართველოში გიორგის არქმევენ!!!!!!!!!!!!!!!!! არც ფიქრობენ ისეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!! გაიხარეთ!!!!!!!!!!!!!!!!
14:54 / 07-05-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი