საბერძნეთში 29 წლის ახალგაზრდა, ნათია ბანძელაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას ახლობლებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიით, ნათია საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა. იგი დედასთან და შვილთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც მისმა ახლობელმა mshoblebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ნათიას გული აწუხებდა.
„გული აწუხებდა, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, უბოროტო და კეთილი გოგო წავიდა ტანჯული წუთისოფლიდან. ბოლო ლუკმას, ბოლო თეთრს გაიღებდა გაჭირვებულის დასახმარებლად, ჩემი გადარეული ნათია".
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი გოგონას საბერძნეთიდან გადმოსვენების საკითხი გაურკვეველია, ნათესავებმა ჯერ კიდევ არ იციან დაიტერებენ თუ არა ახალგაზრდას საქართველოში.
"არ ვიცით, გამწარებული დედა რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება. დედა იქ ცხოვრობს და მუშაობს" - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
ნათიას გარდაცვალებამ უამრავი ადამიანი შეძრა.
"ასე იღლებიან ახალგაზრდული გულები მონატრებისაგან და ბოლოს ტოვებენ. გაუფრთხილდით ერთმანეთს ხალხნო, ისწავლეთ ურთიერთ პატივისცემა რომ შემდეგი აღარავინ იყოს"
"ყველას ერთი ნებისყოფა კი არ აქვს, ყველას კი არ შეუძლია შეგუება ოჯახიდან შორს რომ წავიდეს" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
რუსკა კილასონია