ელის ტორანსისა და ჯოი გილფორდის ტესტი ამოწმებს ადამიანებში ინტელექტის დონესა და კრეატიულობის ხარისხს მე-20 საუკუნის დასაწყისში ფსიქოლოგია ძალიან განვითარდა. ჩატარდა ასობით კვლევა, თუმცა ყველა წარმატებული არ აღმოჩნდა. ცალკე აღსანიშნავია ელის ტორანსისა და ჯოი გილფორდის ნამუშევარი. მათი ტესტი ამოწმებს ადამიანებში ინტელექტის დონესა და კრეატიულობის ხარისხს.
პირველ წლებში ტესტს იყენებდნენ არმიაში, შემდეგ კი რამდენიმე სკოლაში შეიტანეს. ტესტი ძალიან მარტივია: ფოტოკოლაჟია და ადამიანმა უნდა გამოიცნოს, რა არის მასზე გამოსახული. სცადეთ თქვენც!
რამდენიმე წამით შეხედეთ ამ კოლაჟის თითოეულ გამოსახულებას და გამოიცანით, რა არის მათზე. მერე კი გადახედეთ პასუხებს.
თუ პასუხი აშკარაა, მაშინ კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რა არის მასზე გამოსახული. თითოეულ ფოტოს ტან ერთვის ორი ტიპის განმარტება: ერთი, რაც ყველაზე გავრცელებულია და მეორე, რომელიც უიშვიათესია.
1. უმრავლესობაზე ამ ფოტოზე სანთელს ხედავს, ბოთლის საცობში გაჭედილ კორპსაძრობს კი ძალიან ცოტა.
2. ფეხის ნაკვალევი წრის შუაში - ამას ბევრი ამჩნევს, მაგრამ თუ კი თქვენ ხედავთ ხედს, დაბლიდან როგორ ჩანს ადამიანი პარაშუტით დაშვების დროს, ეს უკვე საინტერესოა.
3. პერანგს ხედავთ ბაფთით? და რას იტყვით ლიფტში დარჩენილ ოფიციანტზე?
4. თუკი ამ ფოტოზე მანქანის საჭეს ხედავთ, არაფერია გასაკვირი, მაგრამ, თუ ფოტოზე მოცეკვავე მექსიკელს ხედავთ სომბრეროთი, მაშინ უჩვეულო ფანტაზია გაქვთ.
5. ბევრი აღნიშნავს, რომ ამ ფოტოზე უკან ვიღაც ან რაღაც იმალება. მაგრამ თუ წარმოიდგენთ, რომ ფოტოზე ქვაზე მსხდარი მცველები არიან ძაღლებთან ერთად?
6. ჩვეულებრივ აღიქმება, რომ კომპასია ამ ფოტოზე გამოსახული, ხოლო იშვიათად ადამიანები აქ ხედავენ მშიერ ფრინველს ბუდეში.
7. ძალიან ბევრი ადამიანი ამ ფოტოზე აღიქვამს ქუსლის ნაკვალევს. თუ მშივრები არიან, შეუძლიათ ძეხვის ნაჭრის დანახვა. მაგრამ მხოლოდ ოპტიმისტები ხედავენ სინათლეს გვირაბში, თუნდაც ეს მატარებლის იყოს.
8. ბევრისთვის ამ ფოტოზე გამოსახულება აღიქმება გზაზე არსებულ პატარა გუბედ, ხოლო ძალიან ცოტა ადამიანი წარმოიდგენს, რომ აქ გამოსახულია მეორე სართულის ფანჯრიდან დანახული ჟირაფი.
9. ვიღაც აქ ხედავს სპიდომეტრს, ვიღაც - სხვა საზომ მოწყობილობას. ძალიან ცოტა დაინახავს აქ თოვლის კაცს ზედხედით.
10. შეიძლება, სრული აბსურდია, მაგრამ ფანტაზიას თუ ჩართავთ, შეიძლება დაინახოთ დათვი, რომელიც ხეზე მიცოცავს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ მის თათებს დაინახავთ და აღიქვამთ.
სწორი და არასწორი პასუხების შეფასების სკალა არ რსებობს. თითოეულ თქვენგანს შეუძლია, საკუთარი დასკვნა გამოიტანოს პასუხებიდან. თუმცა, თუ თქვენი პასუხები დაემთხვა სტატიაში განხილულ გავრცელებულ ვარიანტებს და არ გქონდათ სხვა ვერსიები, მაშინ ფანტაზიის განვითარებაზე უნდა იმუშაოთ.