მევლუდ მელაძის შვილთან ერთად ავარიით მძიმედ დაშავებული ბიჭი, ბექა (ბიკი) ჭიღიტაშვილი. რომელიც კომაში იყო, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა მევლუდ მელაძის მეუღლემ სალომე გველესიანმა:
"ეს რას შეეწირეთ, რა სისულელეს შეეწირეთ... თქვენ მოგიკვდით მე..."
ავარია თბილისში რამდენიმე კვირის წინ მოხდა. მაღალი სიჩარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მანქანაში მსხდომი 4 ახალგაზრდიდან 16 წლის ნიკა ჯორჯაძე ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი კი ამ დრომდე კომაში იყო.