პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბავშვით ხელში გამოჩნდნენ. სოციალურ ქსელში ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კეიტისგან განსხვავებით, რომელიც მშობიარობიდან ძალიან მალე გამოჩნდა ჩვილით ხელში უზადო ფორმაში, მეგანი არც თუ ისე იდეალურად გამოიყურება, კაბაში მუცელიც ეტყობა, სამკაულების გარეშეა და არც მაკიაჟი ამშვენებს, რაც ძალიან ბუნებრივია ახალნამშობიარევი ქალისთვის. ბედნიერი ღიმილით ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში მეგანი მილოცვებსა და კეთილ სურვილებს იღებს.
პირველ ფოტოებს express.co.uk ავრცელებს
მეგან მარკლმა იმშობიარა - მშობლებს ტიტულების ნაცვლად მისთვის "ნორმალური ბავშვობის" ჩუქება უნდათ
"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს