ექიმმა-დიეტოლოგმა, ქეთევან ასათიანმა, "იმედის დილის" ეთერში ისაუბრა გაზაფხულზე სწორის კვების რაციონსს და ბალანსზე. რჩევები მისცა მათ, ვისაც წონის პრობლემა აქვს ან რამდენიმე კილოთი ნაკლები უნდათ შეხვდნენ ზაფზულს:
- გაზაფხულის პერიოდი, ჩვეულებრივ, გამოირჩევა ჰიპოვიტამინოზითა და შედარებით დაბალი იმუნური სისტემით. გაზაფხულზე ხშირია საერთო სისუსტე, მოთენთილობა, ძილიანობა, ალერგია მძვინვარებს, შეიძლება იყოს ცრემლდენა, ცოტა შეშუპებული სახე, გუნება-განწყობა მეტ-ნაკლებად მოიკოჭლებს - რა ვქნათ ასეთ დროს? პირველი ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავიტვირთოთ პოლივიტამინებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ვიტამინით არა პრეპარატის სახით, არამედ იმ ხილისა და პროდუქტიდან, რაც შეიძლება იყოს საგაზაფხულო რაციონში. თუკი ზამთარი იყო კლორიულობით საკმაოდ დატვირთული, ბევრი ცხიმი, ბევრი ხორცი, გაზაფხულის კვება უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. სულ უფრო მეტად უნდა ჭარბობდეს ჩვენს რაციონში ხილი, ბოსტნეული. ახლა მოდის კენკრა, რომელიც არის უებარი. რომელიც იმ ყველაფერ ცუდს გამოდევნის ორგანიზმიდან, რაც დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში. ამიტომ, პირველი პრინციპი არის რაციონალური, დაბალანსებული კვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ვიტამინი, მიკრო, მაკრო ელემენტი დოზირებულად, არ დაგვავიწყდეს წყალი. წყალთან ერთად შეიძლება იყოს კენკრის ნახარში, გამწმენდი ეფექტი აქვს კოჭასა და ლიმონს. შეიძლება იყოს მსუბუქი განტვირთვის დღეებიც, მაგრმ წონას ვიკვლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივირთმევთ ცოტ-ცოტას და დღეში რამდენიმეჯერ. ძალიან ხშირად, პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეს პრობლემა და მოგვმართავენ ენდოკრინოლოგებს და გვეუბნებიან: "მე ერთხელ მივირთმევ, და არ ვიკლებ და 4-5-ჯერ მივირთმევ და ვიკლებ წონაში." იმიტომ, რომ რეჟიმი, ნივთიერებათა ცვლის გააქტივება, მეტაბოლიზმის მწყობრში მოყვანა შეუძლია მცირე ულუფით, ხშირ-ხშირად მირთმეულ საკვებს. ეს ყველაფერი მოხერხებადია.
ვთქვათ ერთი დღის მენიუ: დილას ზოგი ირჩევს ჰერკულესს და ხშირად ვეკითხები პაციენტებს, მართლა მოსწონთ თუ არა ეს საკვები, თუ თავს ისჯიან. რატომღაც დილით ჰერკულესის მირთმევა გაიგივებულია სწორ კვებასთან და დიეტასთან. რატომაც არა, თუ აქვთ მათ ფაფის მირთმევის სურვილი, მიირთვან. ეს შეიძლება იყოს წყალზე მომზადებული ან რძეზე მომზადებული. შეიძლება გავიგემრიელოთ კენკრით ან გარგარის, ქლიავის ჩირით, ცოტა თაფლით. ზოგს აქვს სურვილი მიირთვას ეს ფაფა. ეს არის საკმაოდ ნოყიერი საუზმე. იქ თავისი ადგილი აქვს ყავასა და ჩაის, თუმცა ეს ის სეზონია, როცა შეგიძლიათ მიირთვად ნაკლებად შაქრიანი კომპოტი, შინ მომზადებული ლიმონათი. ხშირაგ გვსმენია ადამიანებისაგან, რომ წყალს ვერ სვამენ. თუკი გავიგემრიელებთ ამას სწორად და ჯანსაღად, მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია.
საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომ ჩვენ გვაქვს პერიოდი სადილამდე. 11-12 საათზე შესაძლებელია მივირთვათ რძის პროდუქტი ან ხილი, მაწონი. ეს არ საჭიროებს ჩვენგან დიდ ძალისხმევას. ეს უკვე არის ხემსი საუზმესა და სადილს შორის. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვისადილოთ სრულფასოვნად, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასურველია, ეს იყოს წვნიანი, რაც ხშირად არასასურველ ემოციებს აღძრავს ხოლმე იმიტომ, რომ სპეციფიური მისართმევია. ეს არ უნდა იყოს ხორცის ნახარში, ბულიონი, არამედ იგივე მჟაუნას სუფი. ასევე გაზაფხულზე აქტუალურია გოგრაც და ძალიან კარგია გოგრის წვნიანი. იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლობა წვნიანისადმი, მივირთვათ ბოსტნეული ცოცხალი სახით. პროდუქტს კალორიულობას ამატებს ჩვენ მიერ მომზადების წესის არცოდნა ან არასწორი მომზადება. პროდუქტი იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება მომზადებული, კალორიას თავის თავში მოიცავს, მაგრამ თუ ჩვენ დავამატებთ კარაქს, დიდი რაოდენობით ცხიმს, რა თქმა უნდა, ის კალორიები გაორმაგდება. ორთქლზე მომზადებული, გრილზე მომზადებული, ღუმელში გამომცხვარი, ფოლგაში შეფუთული საკმაოდ კარგ საგემოვნო თვისებებს ინარჩუნებს. ასევე შეგვიძლია მივირთვათ თევზის გარნირი, რაც ძალიან მსუბუქი და მირთმევადია, ოღონდ, რა თქმა უნდა, კანის გარეშე უნდა მივირთვათ. შეიძლება იყოს ინდაური ან ქათამი, მსგვსი წესით მომზადებული.
თუკი არ მივირთვით საუზმესა და სადილს შორის რძის პროდუქტი და მივირთვით ხილი, სადილსა და ვახშამს შორის დავუთმოთ დრო იმას, რაც არ მიგვირთმევია 12 საათზე. ვახშამი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. დაძინებამდე არაუგვიანეს სამი საათისა. შეგვიძლია მივირთვათ წიწიბურა. აქაც გააჩნია ულუფის დოზას, რამდენს მივირთმევთ. თუკი ვერ მივირთვით თევზი სადილის დროს, შეგვიძლია წიწიბურა თევზთან ერთად მივირთვათ. გაზაფხულისთვის სასარგებლო სალათია კომბოსტო და სტაფილო, რომელიც C ვიტამინის უბადლო წყაროა და რომელსაც შევაზავებთ ცოტა ზეითუნის ზეთით ან ბალზამით. ეს უნდა იყოს გემრიელი. რაც შეეხება სტაფილოს, მოხარშულ მდგომარეობაში ის კარგავს ან მინიმუმამდე დაჰყავს ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც აქვს. ვახშამზე შეიძლება მივირთვათ ასვე, ბოსტნეულის სალათი, ნებისმიერი ბურღული, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ დილამდე არ მოგვშივდება. რაც უფრო დღე მატულობს, ძილის ხანგრძლივობა მცირდება, სულ არის წახემსების სურვილი. შეგვიძლია მივირთვათ შავი შოკოლადი და თუ ის სიამოვნებას არ მოგგვრით, იყოს რძიანიც, მაგრამ დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ და არა საღამოს.
ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც შეგვიძლია D ვიტამინის გამომუშავება გავზარდოთ. თუმცა, რომ არ გამოვიფიტოთ პირველი ამისთვის არის წყალი. კვება უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი, რაზეც უკვე ვისაუბრთ. მაგრამ, როდესაც ვართ ზღვაზე და როდესაც ვირუჯებით, კვების ზოგადი ხასიათი, მემგონი, გვავიწყდება. ვაშლი ჩავიგდოთ ჩანთაში, იშვიათად მივირთვათ სიმინდი, რომელიც იქ ფართოდ მოიპოვება.