თითქმის ათი წელია ვიცნობთ და ვაკვირდებით ერთმანეთს, მაგრამ გამარჯობაც არ გვითქვამს, უშუალო კონტაქტი არ გვქონია. ერთი თვის წინ მომივიდა მისგან ერთი არაფრისმთქმელი მესიჯი - სმაილი, რომელიც ხელს მიქნევდა. ვიფიქრე, გადაცემაში უნდა ჩემი დაპატიჟება-თქო და ვუპასუხე. შეხვედრა მთხოვა და დავთანხმდი. სამი საათი ვისაუბრეთ, ვიცინეთ და მთელი ეს დრო ველოდი, როდის შემოთავაზებდა გადაცემაში მისვლას. გავიდა ეს დრო და ბოლოს რაც მითხრა, იმით მივხვდი, რომ გადაცემის გამო არ მოუწყვია ეს შეხვედრა. მეორე დღეს ევროპაში მივფრინავდი მთხოვა, გაგაცილებო." - ასე დაიწყო ჯანეტ ქერდიყოშვილმა მისი და ნოე სულაბერიძის სიყვარულის ისტორიის მოყოლა გადაცემა "პრაიმ შოუში". როგორც აღმოჩნდა, ნოემ ჯანეტს ჩააკითხა მოგზაურობისას და 5 დღეში შეძლო თითქმის უცნობი გოგონასთავის თავის თავდავიწყებით შეყვარება.