"კითხვის საათი" ის სასიამოვნო ტრადიციაა, რომელსაც "ბიბლუსი გალერეამ" ჩაუყარა საფუძველი. მშობლებს აღარ სჭირდებათ ბევრი ფიქრი იმაზე, თუ სად წაიყვანონ პატარები უქმეებზე ისე, რომ მათთან ერთად თავადაც სასიამოვნოდ გაატარონ დრო და რაც მთავარია, შინაარსიანად და შთამბეჭდავად.
პროექტის დაწყებიდან დღემდე "კითხვის საათს" ძალიან ბევრმა საზოგადოებისთვის ცნობილმა და საყვარელმა ადამიანმა უმასპინძლა, რომელთა შორის იყვნენ ყველაზე ცნობილი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე და სხვები.
ბავშვები სიამოვნებით უსმენენ უფროსების მიერ წაკითხულ საბავშვო მოთხრობებსა და ზღაპრებს, მათ მიერ მოყოლილ ამბებს, ერთობიან მასპინძლებთან ერთად და სულ უფრო მეტად უღვივდებათ კითხვისა და წიგნების სიყვარული.
ამჯერად მორიგი უქმეებისთვის "ბიბლუსმა" კიდევ ორი სასიამოვნო შეხვედრა დაგეგმა მშობლებისა და ბავშვებისთვის. 11,12 მაისს, ჭავჭავაძის 7 „ბიბლუსი გალერეა“ კიდევ ერთ განსაკუთრებულ "კითხვის საათს" უმასპინძლებს.
11 მაისს, - „კითხვის საათის“ წამყვანი იქნება 71 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი, ეკატერინე მაისურაძე, რომელიც წარდგენილია მასწავლების ეროვნულ ჯილდოზე.
12 მაისს კი ყველასთვის საყვარელი საბავშვო ავტორი, ვასო გულეური უმასპინძლებს პატარებს.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს ხელსაქმის პროფესიონალებთან ერთად საინტერესო და სახალისო აქტივობები ელით
ღონისძიების მხარდამჭერია სათამაშოების მაღაზია "პეპელა" და "არტი და კრაფტი" - ისინი ბავშვებს ფასდაკლების ვაუჩერებს გადასცემენ.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად