მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქიმიური საშუალებების აქტიური გამოყენება ზიანის მომტანია როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებული საფრთხის შემცველი კი ჭურჭლის სარეცხი საშუალებებია, რადგან ის ადამიანის ორგანიზმში ორგვარად ხვდება. ერთი მხრივ, ის ხვდება კანზე და აღწევს ორგანიზმში. მეორე მხრივ კი, თეფშებსა და სხვა ჭურჭელზე დარჩენილ ქიმიურ საშუალებებს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს. როდესაც ეს პროცესი ხანგრძლივია, შედეგად ხშირად ვითარდება ისეთი მომაკვდინებელი დაავადება, როგორიც კიბოა.
ასევეა ტანსაცმლის სარეცხი საშუალებებიც. მათი ნარჩენები თითქმის ყოველთვის რჩება ტანსაცმელზე და მათი ტარებისას კანზე სხვადასხვა ზემოქმედებას ახდენენ. რიგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ტანსაცმელზე დატოვებული ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში შეწოვის შედეგად ისეთივე ცვლილებების პროვოცირებას ახდენს, როგორსაც აღნიშნული ქიმიური საშუალება ჩვეულებრივად შესუნთქვით ან პირდაპირი კონტაქტით. ამავდროულად, ის ზრდის ენდოკრინოლოგიური დაავადებების განვითარების რისკებსაც და ჰორმონალურ ცვლილებებს უწყობს ხელს.
ქიმიური საშუალებების ფუნქცია გარეცხვა, გათეთრება, გაწმენდაა, ადვილი ნამდვილად არაა და სწორედ ამიტომ მწარმოებლები დაუფიქრებლად ამატებენ ტოქსიკურ საშუალებებს, რომ უკეთესი შედეგი მიიღონ. ამ დროს კი არ ფიქრობენ იმ გართულებებზე, რაც ამ ნივთიერებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.
სააგენტოების livelovefruit.com-ისა და www.eposts.co-ის ინფორმაციით, სარეცხ საშუალებებში შემავალი ყველაზე მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
Formaldehyde
ეს ნივთიერება იწვევს თვალის, ცხვირისა და ყელის წვის შეგრძნებას, ხველას, ცემინებას და კანის გაღიზიანებას. სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ის ადამიანურ კარცენოგენად არის დასახელებული.
Sulphuric Acid
ეს ნივთიერებაც არის კარცენოგენური და ის ცნობილია როგორც ხორხის კიბოს, სასუნთქი გზების კიბოს და პნევმონიტის გამომწვევი მიზეზი.