საკმარისია, დიზაინერი ზალიკო ბერგერი ტელეეკრანზე, ან სოციალურ ქსელში გამოჩნდეს - ყველა იღიმის და კარგ ხასიათზე დგება. უყვართ პოზიტიური და ეპატაჟური დიზაინერი და მისი იუმორი. უყვარდე ადამიანების უმრავლესობას - ეს ალბათ უნარია, რაც ზალიკო ბერგერს ნამდვილად აქვს.
ინტერვიუებში დედას ხშირად ახსენებს, რომელიც უზომოდ უყვარს. ზალიკო ბელა ვეფხვიაშვილის ერთადერთი შვილია. დედას მიაჩნია, რომ ისინი ერთმანეთს ხასიათით, კომუნიკაციის უნარით, იუმორით, სითამამით ჰგვანან. ერთდერთ რამეს, რასაც ქალბატონი ბელა პოპულარულ შვილს უწუნებს, AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.
- დედა ვარ და როგორ შეიძლება, არ მომწონდეს, არ მიხაროდეს, მაგრამ ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ბევრს სვამს. ყველა ვიდეოში ჭიქა უჭირავს ხელში. ამას ძალიან კრიტიკულად ვუყურებ, სულ ვეუბნები, - ნასვამი ლაივებში რომ არ "შემოხვიდე", არ შეიძლება-მეთქი? ადრე ასეთი რაღაცები არ ახასიათებდა. ამის გარდა უკვე გადაცემებშიც დაიწყო სმა.
ცოტა ხნის წინ მაია ასათიანთან ვნახე - ჭიქა ეჭირა ხელში, ია ფარულავას გადაცემაშიც ჭიქით იყო. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა. რაც შეეხება მის პოპულარობას და ცნობადობას, დედა ვარ და მივესალმები, მიხარია, მაგრამ ვიმეორებ, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ, უკეთესი იქნება, თავი ცოტა სხვა რაკურსით წარმოაჩინოს.
- ეს ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ თამამია, თავისუფალი, იუმორით სავსე, ოჯახიც ასეთი მქონდა სულ - პოზიტიური. ბავშვობიდან აქტიური გახლდათ, მოსწავლეობისას "არტეკში" იყო და იქიდან მეტად გახსნილი ჩამოვიდა - ალბათ მასზე ყველაფერმა იმოქმედა და ბევრი რამ განსაზღვრა.
მეც სულ იუმორით ვიყავი სავსე. მერე მეუღლე, და გარდამეცვალა, რამაც ცოტა შემცვალა... ჩემი და ("ქუჩის ბიჭი" ზურა ხაჩიძის დედა, - ავტ) ტრაგიკულად დაიღუპა, გაზით გაიგუდა. თუმცა ხომ გეუბნებით, მანამდე მხიარული ადამიანი გახლდით, საზოგადოებაში თავიდანვე მიღებული, ყველას უხაროდა ჩემთან ყოფნა. ვფიქრობ, რომ ზალიკოს ჩემი გენეტიკა გამოჰყვა.
- კი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი... უამრავ წიგნს კითხულობდა, როგორც კი წერა-კითხვა ისწავლა, ისეთ წიგნები აქვს წაკითხული, ზოგიერთს დღეს არც დაესიზმრება. მისი დაწყებითის მასწავლებელი, ქალბატონი როზა ინანიშვილი მეტყოდა ხოლმე: არაჩვეულებრივია, ჭკვიანი და განათლებული, ეს ცხოვრებაში აუცილებლად ბევრს მიაღწევსო. ამაზე მეცინებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა განათლებული, მეცადინე, გონიერი და პასუხისმგებლიანი ბავშვი იყო. არ ყოფილა შემთხვევა, სკოლაში უსწავლელი წასულიყო და ამაში თვითონვე აქტიურობდა. იხილეთ სრულად