როგორც ცნობილია, თამთა გოდუაძე წელს "ევროვიზიაზე" კვიპროსის სახელით იმღერებს. ახლა მისკენ არა მხოლოდ საბერძნეთისა და საქართველოს, არამედ ამ კონკურსში მონაწილე სხვა ქვეყნების მაყურებლების მზერაცაა მიმართული. სწორედ "ევროვიზიის" მაყურებლებლისთვის შედგა ინტერვიუ, რომელშიც თამთამ არა მხოლოდ თავის ნომერზე და შესრულებაზე ისაუბრა, არამედ ძლიერ ქალებზე საუბრისას ახსენა დედა.
როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო.
- ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად - ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია - მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი... მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე, - აღნიშნა თამთამ. ხოლო ქალიშვილზე შეკითხვას უპასუხა, რომ მისი გოგონა უკვე დიდია, 24 წლის და ისინი ძალიან მეგობრობენ.
როგორ ატარებს თამთა გოდუაძე თავისუფალ დროს ქალიშვილთან ერთად? (ბერძნული პაპარაცული ფოტოები)