ყვარელში 11 თვის ბავშვის გარდაცვალებას ოჯახი ქათმის წვნიანით მოწამვლას უკავშირებს
ყვარელში 11 თვის ბავშვის გარდაცვალებას ოჯახი ქათმის წვნიანით მოწამვლას უკავშირებს
ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო, რის შემდეგაც ინტოქსიკაცია დაეწყო.
გამყრელიძეები მომხდარს ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებენ, რომელიც თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნათ. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

საკვების მიღების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

გამყრელიძეები განმარტავენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.

"საკვების მომზადებამდე ქათმის
შეფუთვაზე ვარგისიანობა შევამოწმე და როგორც ყველა დედამ, მეც ისე მოვამაზადე წვნიანი. ჯერ ბავშვმა ჭამა და შემდეგ ჩვენ. უცებ ბავშვი გალურჯდა და კრუნჩხვაში ჩავარდა. სასწრაფოს არ დაველოდეთ და საავადმყოფოში ნათესავის მანქანით გადავიყვანეთ, მიყვანიდან 2 საათში გარდაცვლილა ჩემი ბიჭი. მეც ცუდად ვიყავი და არ მახსოვს არაფერი.რატომ ყიდიან ასეთ საწამლავს, ჩემმა მეორე ბავშვმა არ ჭამა, მადლობა ღმერთს. ჩემი ქმარიც ცუდად გახდა. აიღეს ყველანაირი სინჯი და ველოდებით პასუხს, არ მინდა სხვებიც ამ მდმგომარეობაში ჩავარდნენ“, - განაცხადა ელზა გამყრელიძემ.

მომხდარზე დანიშნულია როგორც კვების, ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"
22255
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
თთთ
0
ყვარელის რეფერალურში თუ მიიყვანეს იქ მოკვდებოდა საწყალი ბავშვი აბა რა მოუვიდოდა...ექიმი მაგათ არ ყავთ და წამალი....გიყურებენ პირდაღებული....
19:12 / 14-05-2019
..
0
ღმერთო რა ტრაგედიაა.. მაგრამ მაინც არ წარმომიდგენია რომ ძველ ქათამმა და თან მოხარშულმა ასე უცებ მოწამლა ხალხი..მაქსიმუმ კუჭის აშლაზე უნდა გადაეარათ..იქნება და მართლა წამლებით იყო გაჟღენთილი აი ეგაა საეჭვო და აუცილებლად უნდა შემოწმდეს ფირმა სადაც გაყიდვაშია!
18:36 / 14-05-2019
მსგავსი სიახლეები
```