საკვების მიღების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
გამყრელიძეები განმარტავენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.
"საკვების მომზადებამდე ქათმის შეფუთვაზე ვარგისიანობა შევამოწმე და როგორც ყველა დედამ, მეც ისე მოვამაზადე წვნიანი. ჯერ ბავშვმა ჭამა და შემდეგ ჩვენ. უცებ ბავშვი გალურჯდა და კრუნჩხვაში ჩავარდა. სასწრაფოს არ დაველოდეთ და საავადმყოფოში ნათესავის მანქანით გადავიყვანეთ, მიყვანიდან 2 საათში გარდაცვლილა ჩემი ბიჭი. მეც ცუდად ვიყავი და არ მახსოვს არაფერი.რატომ ყიდიან ასეთ საწამლავს, ჩემმა მეორე ბავშვმა არ ჭამა, მადლობა ღმერთს. ჩემი ქმარიც ცუდად გახდა. აიღეს ყველანაირი სინჯი და ველოდებით პასუხს, არ მინდა სხვებიც ამ მდმგომარეობაში ჩავარდნენ“, - განაცხადა ელზა გამყრელიძემ.
მომხდარზე დანიშნულია როგორც კვების, ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.