ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე, ისიც მსახიობი, რიტა უილსონი, 31 წელია იმყოფებიან ქორწინებაში. ერთად ბევრი რამ გადაიტანეს, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, სიყვარული უფრო გაუძლიერდათ. თუ რაში მდგომარეობს ტომ ჰენკსის ოჯახური იდილიის საიდუმლო, გავიგებთ მისი ინტერვიუდან, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალს მისცა.
1. არ დაქორწინდეთ 30 წლამდე
ტომმა და რიტამ 1985 წელს ფილმის გადაღებისას გაიცნეს ერთმანეთი, სადაც შეყვარებული წყვილი განასახიერეს. იქიდან დაიწყო მათი სასიყვარულო ისტორია. ტომს იმ პერიოდში ჰყავდა ცოლი და ორი შვილი, რიტას კი - საქმრო. საიდუმლო რომანი სამი წლის შემდეგ გამჟღავნდა. ტომი გაშორდა ცოლს, ხელი სთხოვა რიტას. ახლა ტომი ამბობს, რომ პირველი ქორწინება ნაჩქარევი და ნაადრევი იყოო" არ დაქორწინდეთ 30 წლამდე", - ამბობს მსახიობი.
2. წადით დათმობაზე ყველაზე პრინციპული შემთხვევების დროსაც
ტომი კათოლიკე იყო, რიტა - მართლმადიდებელი. როდესაც მიხვდა, რომ რელიგიის თემა მნიშვნელოვანი იყო მეუღლისთვის - მიიღო მართლმადიდებლობა.
3. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს
წლების მანძილზე წყვილმა ბევრი სირთულე გადაიტანა, მაგრამ ყოველთვის უჭერდნენ ერთმანეთს მხარს. 2015 წელს რიტას დაუდგინდა სარძევე ჯირკვლის სიმსივნე. მას ეშინოდა, როგორ მიიღებდა ტომ ამ განსაცდელს, ხომ არ შეირყეოდა მათი სიყვარული. მაგრამ შეცდა. ტომი მხარში ამოუდგა მეუღლეს და უფრო დაახლოვდნენ. საბედნიეროდ, დაავადება ისე განვითარდა, რომ რიტას ქიმიოთერაპიაც არ დასჭირვებია.
4. გაანებივრეთ პარტნიორი წვრილმანებით
ტომი და რიტა ბევრს მოგზაურობენ, ერთად მოიარეს თითქმის მთელი მსოფლიო"რიტა ჩემთვის ცოლზე მეტია, ზოგჯერ ვერ ვხვდებ მის როლს ჩემს ცხოვრებაში. ის ჩემი მეგობარი, საყვარელი და მეუღლეა", - ამბობს მისტერ ჰენკსი.
5. მიიღეთ პარტნიორი ისეთი, როგორიც არის
ჰენკსი და რიტა აფასებენ იმას, რაც ერთად გადაიტანეს. ამით მათი სიყვარული უფრო მყარი გახდა. " ამ ქალს ვუყვარდი გამხდარიც, მსუქანიც, მელოტიც და თმიანიც. ამ ქალს უბრალოდ ვუყვარვარ და ამიტომ ვარ ბედნიერი", - ამბობს ჰენკსი.
6. მთავარია იპოვოთ სწორი ადამიანი
ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობენ გაარკვიონ, თუ რაში მდგომარეობს ხანგრძლივი და მყარი ქორწინების საიდუმლო. ტომი ყოველთვის ღიმილით პასუხობს ამ კითხვაზე: "ჩემი ქორწინების საიდუმლო სწორი ადამიანის პოვნაშია, გამიმართლა უმშვენიერეს რიტა უილსონში. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე".