"ეს ტიპი, რომელსაც თავისი სახელი და გვარი აქვს, არავის შვილობას არ საჭიროებს" - დათუნა ლაზარიშვილის დიდი წარმატება
დათუნა ლაზარიშვილს მკითხველის წინაშე დიდი წარდგენა არ სჭირდება, კონკურს „იქს ფაქტორში“ მან თავი მაყურებელს თავისი გამორჩეული ნიჭით დაამახსოვრა. დაუვიწყარი იყო ის ტური, სადაც დათუნამ მაიკლ ჯექსონის სიმღერა შეასრულა. როგორც ჩანს, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენიათ ამერიკაშიც. დათუნას ძლიერმა ნამღერმა იქამდეც ჩააღწია და სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მაიკლ ჯექსონი შემოქმედების შესახებ გამოდის ახალი წიგნი, სადაც მსოფლიო ბავშვებინდან, ვინც იმღერა ჯექსონის სიმღერები, საუკეთესო შემსრულებლად დათუნა ლაზარიშვილი დასახელდა.

ამ დიდ წარმატებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა დათუნას დედა, კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, დათუნას შესრულებული სიმღერა კიდევ ერთხელ გააზიარა და დაწერა:
„ეს ტიპი, რომელსაც თავისი სახელი და გვარი აქვს, არავის შვილობას არ საჭიროებს. ვიცი კარგად, რასაც იმსახურებს, მაგრამ სანამ დამადასტურებელ მასალას არ ვნახავ, არაფერს ვასაჯაროებ!!! უამრავი მილოცვა მივიღეთ და უდიდესი მადლობა, რომ გიყვარვართ და არ გენანებთ ჩვენთვის სიყვარული. მინდა, რომ ათასმაგად დაგიბრუნდეთ გაცემული სიკეთე“.

შეგახსენებთ, დათუნა მაია კაჭკაჭიშვილის და ლევან ლაზარიშვილს შვილია, თუმცა, მან საკუთარი ადგილი უკვე დაიკავა საზოგადოების წინაშე.

თეკლა ჟვანია
6042
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნინო კაკურია
0
შენ გაეზარდე შვილო შენს დედას საამაყო ვაჟკაცი.გილოცავთ
00:10 / 15-05-2019
ელენე
0
საოცარი, საყვარელი, უნიჭიერესი ❤️ ეს ალქაჯებიბრომ არ კიოდნენ უკეთესი იქნებოდა ეს ჩანაწერი ₽
13:05 / 14-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```