რას ჰყვება ექიმი, რომელმაც მერვე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
რას ჰყვება ექიმი, რომელმაც მერვე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა
4 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-8 სართულიდან გადმოვარდა, სტაბილურია. ამის შესახებ  mshoblebi.ge -ს იაშვილის სახელობის კლინიკის ბავშთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა განუცხადა.
ექიმის ინფორმაციით, ბავშვს ჰქონდა პოლიტრავმა - ფილტვის, ღვიძლის დაჟეჟილობა და აღენიშნებოდა ტვინის შერყევაც.
"როგორც მშობლები ჰყვებიან, ბავშვი მერვე სართულიდან, სავარაუდოდ ფანჯრიდან გადმოვარდა. ოჯახის წევრები სახლში იყვნენ, უბრალოდ, იმ მომენტში, ოთახში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბავშვი იყო. პირველ სართულზე ყურძნის ხეივანი ყოფილა და იმას დაეცა თურმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ენერგიის
ტრავმა იყო, მადლობა ღმერთს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ აღმოჩნდა. კლინიკაში შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო ბავშვის მდგომარეობა, რადგან ჰქონდა პოლიტრავმა, ფილტვის, ღვიძლის დაჟეჟილობა, აღენიშნებოდა ტვინის შერყევაც, მოტეხილობები საბედნიეროდ, არ ჰქონდა, ექიმების ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ბავშვის ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელება. გავიმეორეთ ანალიზები,კვლევები და პაციენტი დღეს გავწერეთ სახლში", - განაცხადა ლევან ხარაშვილმა
გავრცელებული ინფორმაციით, პატარას "ადამიანი ობობას“ ფორმა ეცვა, როცა ეს ამბავი შეემთხვა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
35891
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
irakli
0
გაიხარე
15:09 / 17-05-2019
ვახტანგ ჩარგეიშვილი
0
მადლობა ბატონ ლევანსა და ყველა სხვა სამედიცინო მედ პერსონალს ,რომელთაც ყველაფერი იღონეს ბავშვის გადასარჩენად...უფალი ფარავდეთ მათ!წარმატებები სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში.....
11:00 / 17-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```