"არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი" - ნიკოლოზ რაჭველი
"არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი" - ნიკოლოზ რაჭველი
ცნობილი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი 40 წლის გახდა და საკუთარ იუბილეზე საკმაოდ ემოციური ჩანაწერით მიმართა საზოგადოებას:

"ჩემი ცხოვრების 39 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს, სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და სევდაც, წარმატებაც და შეცდომებიც...
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა, სულ ყველა, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ ერთხელ მაინც დაუკრავთ ტაში ჩემთვის და ჩემი ორკესტრისათვის ძალიან მიყვარს, ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის!!!

ჰო, ხშირად არ ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, ზოგჯერ
ვაგვიანებ რეპეტიციაზე, ხანდახან მეგობრებისთვის ნაკლებად მისაღებ გადაწყვეტილებებს ვიღებ ან უბრალოდ გულში ვიტოვებ იმას რისი თქმაც და გამოხატვაც მერიდება ერთი რამ მინდა იცოდეთ ყველამ: ერთი წამით არ დამენანება სიცოცხლე თუ საპირწონედ თქვენი კარგად ყოფნა იდგება. ამას ვამბობ ღმერთის წინაშე გულწრფელად.

40 წლის გავხდი. უცებ გაირბინა ცხოვრების ნახევარმა, იმ ნაწილმა, რომელთან გამოთხოვებაც რაღა დაგიმალოდ და ძალიან მიჭირს. მინდა ჩემში არ გაქრეს ახალგაზრდული სულისკვეთება და გაოცების უნარი. ჯერჯერობით ვუმკლავდები და იმედი მაქვს თქვენც, ჩემიანები ამაში მომეხმარებით!

არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ სახსრებს და ამიტომ დღემდე არ გამაჩნია არც საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ჩემი ერთადერთი
რაჭის სახლიც თითქმის ინგრევა, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ პოზიციას და ამიტომ არც ერთი მთავრობისგან არ მიმიღია ორკესტრისათვის გარემონტებული დარბაზი და განსაკუთრებული პირობები, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ კარიერას და ამიტომ ბევრჯერ მითქვამს უარი მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე, რაც ჩემი ორკესტრისათვის ყურადღებას მოკლების სანაცვლოდ იქნებოდა... რაღაცას ვნანობ, რაღაცით ვამაყობ, რაღაც მიხარია, ზოგჯერ მწყინს, მაგრამ ერთი რამ არის, რაც მაცოცხლებს - ყველაფერში მინდა სიკეთის და დადებითის დანახვა, ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული აზრის გააზრებას და ყოველთვის ვიბრძოლებ რომ ჩემი გონება სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გულის ტყვედ დარჩეს!

და როდესაც აღარ ვიქნები, ერთადერთი რაც მაიმედებს არის ჩემი მუსიკა, რომელიც მინდა ისეთი შევქმნა, რომ მერეც ჟღერდეს. ეს საკუთარი თავისთვის მიცემული ყველაზე რთული დავალებაა და უკანასკნელ ღამეს სახლში დედაჩემის ცხედართან მარტოდ დარჩენილი მის სულს ეს შევეხვეწე...
თქვენ კი ყველას გისურვებთ მშვიდობას და განუზომელ სიკეთეს თქვენში, თქვენით და თქვენთვის!"

alt"სკოლაში სწავლის პერიოდში ბევრს ჩემი ბებია ეგონა, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდიდა..." - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მოგონება


7949
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
ნ.
2
ბატონო ნიკა, ნამდვილად ღირსეული ადამიანი ბრძანდებით , ნამდვილი პროფესიონალი, გიყვართ თქვენი საქმე, ეს ძალიან დიდი რამეა. აწი დროა მიხედოთ თქვენს თავს, თქვენს პირად ცხოვრებას... ჯანმრთელობას, გამრავლებას, წარმატებებს გისურვებთ. ბატონო ნიკა თქვენ ხალხს უყვარხართ, ეს ბედნიერებაა. დიდ ბედნიერებას გისურვებთ.
13:26 / 16-05-2019
ნატო
2
ბატონო ნიკა პატივს გცემთ, მაგრამ ხალხი ჭრელია, ვერ აფასებენ ნამდვილ ადამიანებს, რომელი ერთი ჩამოვთვალო-ზვიადი.....გთხოვთ თავს მიხედოთ და ცოტათი მაინც დაეშვათ მიწაზე! უფალი გმფარველობდეთ!
09:44 / 16-05-2019
!!
1
გონება რომ გულის ტყვედ დარჩეს კი კარგია მაგრამ რთულია ძაან.ცხოვრება გაიძულებს ბევრჯერ საწინააღმდეგოს
01:52 / 16-05-2019
ტოტო
23
თავის არსებობას გვამადლის, ასეთი,რომ არის,რომ ვერაფერი მატერიალური თავისთვის,რომ ვერ შექმნა,ვერც სახლი,ვერც სხვა რაიმე,ჩვენს სიამოვნებას ეწირება... ნუ იზამთ მაგას,მემანიშვილო-რაჭველო,თავს გაუფრთხილდით და თუ შეგიძლიათ ვინმე აღზარდეთ,ისე,როგორც თქვენ ჯანო კახიძემ.დარბაზს არ აძლევენ,ფილარმონიას არ აძლევენ,სადაც თურმე ტრენაჟორებია ,არ გინდათ ეს "მანია გრანდიოზობა",მაგას ოპერაცია არ უშველის...
17:30 / 15-05-2019
ლია
1
გმადლობ, შენი მუსიკისთვის, შენი უსაზღვრო კეთილშობილებისათვის. გისურვებ ჯანმრთელობას და ბევრი არაჩვეულებრივი მუსიკის შექმნას
16:16 / 15-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```