ამჯერად იმ ცნობილი ადამიანების ოჯახის წევრების შესახებ გიამბობთ, რომლებიც უცაბედად დაიღუპნენ და ტრაგედიებს შეეწირნენ.
ჯანეტ ქერდიყოშვილი საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა, მშვენიერი მოდელის წარმატებას სამ დღეში უდიდესი ტრაგედია მოჰყვა, მისი პატარა დაიკო ანეტა ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
ანეტა ქერდიყოშვილი შემთხვევის დროს სახლში ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად იყო ჩასული, ამ დროს კარზე უცხო ადამიანმა დააკაკუნა, პატარამ კი ფანჯრიდან ძმას დაუძახა, წონასწორობა ვერ დაიცვა და გადავარდა.
ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს, რომ მუდამ ხალისიანი დალი ჩიტალაძის უკან უდიდესი ტკივილი იმალება. მას და-ძმა ჰყავს გარდაცვლილი. დალის წლების წინ 31 წლის ძმა დათო გარდაეცვალა, რომელიც თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული ბიჭი იყო. დალი ჩიტალაძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა და ძმის გარდაცვალება დაუმალეს, დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რომ გარდაცვლილი ძმა არ უნახავს.
რაც შეეხება მეორე ტრაგედიას, სამი წლის წინ გარდაიცვალა დალის და, დიანა ჩიტალაძე.
"იმ პერიოდში რაღაც სანერვიულო შეხვდა. ვეხვეწებოდი, ჩემთან მოსულიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ დავამშვიდებდი. დილით კი დამირეკეს, დიანა ცუდად არის და მოდიო. დილის ძილი ძალიან მიყვარს და, როცა მაღვიძებენ, ვბრაზობ. იმ დილითაც ასე იყო, სულ ჩხუბ-ჩხუბით მივედი მის სახლში და დამხვდა საშინელება…
ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ფოტოები - მშობლები და სიმპათიური ძმა, რომელიც დიპლომატობას აპირებს