ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში 16 წლის მოზარდმა ცირა ბერუაშვილმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც mshoblebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა 4 დღის წინ მოხდა. საქმე 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გოგონა სახლის სარდაფში თოკზე ჩამოკიდებული დედამ იპოვა.
"როგორც ვიცით, როდესაც ციცი სკოლიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრები ნაკვეთში იყვნენ. როდესაც ოჯახის წევრები სახლში დაბრუნდნენ, დედა ჩასულა სარდაფში რაღაცაზე და ჩამომხრჩვალ შვილს დაჯახებია სიბნელეში.
ოჯახის წევრებს წაუყვანიათ საავადმყოფოში, თუმცა გზაში ბავშვი გარდაცვლილი იყო უკვე. რაც შეეხება მიზეზებს, როგორც სოფელში ამბობენ, ვიღაცა გურული ბიჭი ჰყვარებია და სავარაუდოდ, მიმოწერის გამო მოუკლავს თავი. არ ვიცი ზუსტად, დანარჩენს პოლიცია სწავლობს, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "დიანიუსთან" საუბრისას.
"ბავშვობიდან არ ვასწავლით დათმენას, ყველაფერს ვუსრულებთ... და ცხელ გულზე ვღებულობთ თვითმკვლელს"
13 წლის გოგონამ იმის გამო სცადა თვითმკვლელობა, რომ კლასელებმა მეგობრებიდან ამოშალეს
რით შეიძლება თვითმკვლელი ადამიანის ხვედრის შემსუბუქება - პასუხობს მოძღვარი