რას სთავაზობს ბავშვებს "კითხვის საათი" და რატომ არის მასზე დასწრება ბავშვებისთვის სასარგებლო
რას სთავაზობს ბავშვებს "კითხვის საათი" და რატომ არის მასზე დასწრება ბავშვებისთვის სასარგებლო
კი­თხვა ამ­ცი­რებს სტრესს და ავი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბას, სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კას ამ­დიდ­რებს, გხდით უფრო თავ­და­ჯე­რე­ბულს და სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, რომ თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტოთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ამა თუ იმ სა­კი­თხზე, აუმ­ჯო­ბე­სებს კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნარს და ამავდრო­უ­ლად, ავარ­ჯი­შებს მეხ­სი­ე­რე­ბას, ავი­თა­რებს ფან­ტა­ზი­ას და გხდით უფრო შე­მოქ­მე­დე­ბითს, გეხ­მა­რე­ბათ დეპ­რე­სი­ის და­მარ­ცხე­ბა­სა და უძი­ლო­ბის დაძ­ლე­ვა­ში.

სწო­რედ ამ­დე­ნი სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია კი­თხვას, მაგ­რამ ის უნდა იყოს ნამ­დვი­ლი კი­თხვა და არა ზე­და­პი­რუ­ლი გა­და­კი­თხვა, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია. ადა­მი­ანს კი­თხვა რომ უყ­ვარ­დეს, მისი სა­წყი­სი ბავ­შვო­ბი­დან,
პა­ტა­რო­ბის წლე­ბი­დან უნდა მო­დი­ო­დეს. სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად არის შე­მო­ღე­ბუ­ლი "კი­თხვის სა­ა­თი", რომ მოს­წავ­ლე­ებს თა­ვი­დან­ვე ღრმად ჰქონ­დეთ ჩამ­ჯდა­რი კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შვებს ყო­ველ­დღი­უ­რად უკი­თხავ­დნენ მშობ­ლე­ბიც. ეს ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი იყოს.

იმის­თვის, რომ ბავ­შვებს პა­ტა­რო­ბიდ­ნა­ვე უყ­ვარ­დეთ კი­თხვა, "ბიბ­ლუს­მა" კი­თხვის სა­ა­თი და­ა­არ­სა. ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" (ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის #7) პა­ტა­რებს ცნო­ბი­ლი და მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მას­პინ­ძლო­ბენ და უკი­თხა­ვენ.

"კი­თხვის სა­ა­თი" ტრა­დი­ცი­უ­ლად 18 და 19 მა­ის­საც გა­ი­მარ­თე­ბა. 18 მა­ისს , 17:00სთ- ზე ბავ­შვებს უმას­პინ­ძლებს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, "იდე­ა­ლუ რი­დე­დის" მთა­ვა­რი გმი­რი ია ჭი­ლა­ია.19 მა­ისს კი კი­თხვის სა­ათს მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი ლალი გუ­ში­კაშ­ვი­ლი უმას­პინ­ძლებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს პა­ტა­რებს ხელ­საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სოა ქტი­ვო­ბე­ბი ელით.

"კი­თხვის
სა­ა­თის" მხარ­დამ­ჭე­რია სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზია "პე­პე­ლა" და"არტი და კრაფ­ტი", რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ფას­დაკ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რებს გა­დას­ცე­მენ.

რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის გა­დად­გით ბმულ­ზე. ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ რო­გორ­ცა დგილ­ზე, ის ელექტრო­ნუ­ლად.
172
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```