ორსულობის დროს ჯანსაღი კვება აუცილებელზე აუცილებელია და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სწორად შერჩეული რაციონი საჭიროა ჯერ ორსულის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის მიმდინარეობისთვის და მერე, რასაკვირველია, ნაყოფის სწორად განვითარებისთვის.
გინეკოლოგებისა და დიეტოლოგების რჩევების თანახმად, ორსულისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს წყალი, ხბოს ხორცი, თევზი, ხაჭო, ხილი, ბოსტნეული. რასაკვირველია, ყველა პროდუქტი უნდა შეარჩიოთ ხარისხიანი, სანდო, ახალი და ზედმეტი მინარევების გარეშე.
ტოპ-პროდუქტები ასეთია:
1. შვრია
უჯრედისითა და B ვიტამინით მდიდარ პროდუქტს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. შეგიძლაით მოიმზადოთ ფაფა ან ცომეულის დამზადებისას ფქვილის მასას შეურიოთ.
2. სალათის ფურცლები
შეიცავს ორსულისთვის საჭირო არაერთ ნივთიერებას, მათ შორის ფოლიუმის მჟავას, რაც ემბრიონის ტვინის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.
3. ბროკოლი
გარდა იმისა, რომ სასარგებლო ნივთიერებების "საბადოა", ნებისმიერ კერძს უხდება.
4. სტაფილო
ზომიერების დაცვა გმართებთ, თუმცა აუცილებლად უნდა მიიღოთ. მასში შემავალი A ვიტამინი ბავშვის ძვლების ჩამოყალიბების პროცესში მოწილეობს.
5. რძის პროდუქტები
მაწონში, კეფირში, ხაჭოში გაცილებით მეტი კალციუმია, ვიდრე თუნდაც რძეში. ადვილად მოსანელებელი და ძალიან სასარგებლოა. შეგიძლიათ, როგორც სუფთა სახით მიირთვათ, ასევე აურიოთ წიწიბურაში ან სხვა კერძში. რძის პროდუქტების შერჩევისას ასევე გაითვალისწინეთ ზემოთქმული რჩევა - შეარჩიეთ სანდო, ნატურალურ რძეზე დამზადებული და ახალი პროდუქტები.
ბაზარზე უამრავი სახის რძის პროდუქტი შემოდის და არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი ახალი პროდუქტი, რომელმაც მიიპყრო ყურადღება, "ქობულეთურის" ახალი ხაზია - "ახვლედიანი", რომელიც ნატურალურ პროდუქტზეა დამზადებული, კახეთიდან მოწოდებული რძით მზადდება და პროდუქტმა ოქროს ბრენდის ჯილდოც მიიღო.
6. მოხარშული კვერცხი
ეს დაბალკალორიული საკვები დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს და ბავშვის ტვინის ჩამოყალიბების პროცესში შეუცვლელია. არ გირჩევთ ორსულობაში ე.წ. "თოხლო" კვერცხის მიღებას.
7. ვაშლი
ვაშლზე იმდენი თქმულა და დაწერილა, მეტს ალბათ ვერაფერს დავამატებთ. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს ხილიც სეზონის შესაბამისად მიირთვათ და თუ ვაშლის სეზონი არ არის, ჩაანაცვლოთ სეზონური ხილით - იქნება ეს ალუბალი, ალუჩა, გარგარი თუ სხვა სასარგებლო და ნაკლებ "გამბერავი" ხილი.
9. ნიგოზი
ძალიან სასარგებლოა, თუმცა გამოყენებისას ზომიერების დაცვა არ დაგავიწყდეთ. ეს საკმაოდ ცხიმიანი და კალორიული პროდუქტია, თუმცა ძალიან გემრიელი.
10. ისპანახი
რკინითა და ფოლიუმის მჟავით მდიდარი ბავშვის სისხლის უჯრედებისთვის საუკეთესო მკვებავია. შეგიძლიათ უმადაც მიირთვათ. განსაკუთრებით სასარგებლოა თევზთან ერთად მიღება.
რაც შეეხება აკრძალვებს:
ორსულობის პერიოდში აკრძალულია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც არ განეკუთვნებიან ჯანსაღი კვების პროდუქტებს: ფასთ-ფუდი, კონცენტრატები, ნახევარფაბრიკატები, ძეხვპროდუქტები, შებოლილი ნაწარმი, კონსერვირებული პროდუქტები (ხორცის, თევზის, ბოსტნეულის), ქარხნული წარმოების მაიონეზი, რძის ფხვნილი, ფენოვანი ცომის ნაწარმი, ჩიპსი, პოპ-კორნი, ხლებცი, სუხარიკები, კრეკერები, მზესუმზირა, დიდი ოდენობით შაქარი; ასევე სასურველია რაციონიდან ამოღებული იყოს ხორცის, ფრინველისა და თევზის ნახარში (ბულიონები), სასმელებიდან: მუქი ჩაი, ყავა, კაკაო, ცხელი შოკოლადი, ტკბილი გაზიანი, მატონიზებელი სასმელები და ნებისმიერი წარმოების დაკონსერვებული წვენები.