ყველაზე პოპულარულ ქართული ტელესერიალში, “ჩემი ცოლის დაქალებში” ახალი პერსონაჟების გამოჩენას ყოველთვის დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. ბოლო ეპიზოდებში მაყურებლის ყურადღება მიმტანმა მიიპყრო, რომელიც მოულოდნელად მაკა ანჯაფარიძეს მოევლინა “მხსნელად”.
პავლეს როლს თეატრის მსახიობი გიორგი ოქრუაშვილი თამაშობს. ყველა მოუთმენლად ელის ახალი პერსონაჟის განვითარებას. “არ ვიცი რეალურად ამ პერსონაჟის ზრახვები, რაიმე მიზანი ამოძრავებს თუ კეთილშობილურად უდგას გვერდში მაკას”, - ამბობს მსახიობი.
- პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ მოხვდით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ სერიალში გამოჩენის შემდეგ?
- დამირეკა ქასთინგმენეჯერმა ეკა მჟავანაძემ და შემატყობინა, რომ როლზე დამამტკიცეს. რაც შეეხება ცვლილებებს, არაჩვეულებრივ პარტნიორებთან თამაშის, რეჟისორებთან მუშაობის და სტაფთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
- როგორც ვიცი, პროფესიით მსახიობი ხართ, მაგრამ თეატრზე მეტი მაყურებელი ჩვენს დროში კინოს ჰყავს. საქართველოში ყველაზე ცნობილ სერიალში მონაწილეობის შემდეგ, ცხადია, გაიზრდებოდა თქვენი ცნობადობა. ამჩნევთ ამას? ქუჩაში გცნობენ?
- რა თქმა უნდა, გაიზარდა და ეს ბუნებრივიცაა. თეატრში ნათამაშები 10 როლიდან იშვიათად გცნობენ, როცა საკმარისია, ეკრანზე გამოჩნდე და მაშინვე ფართო მასებისთვის ცნობადი ხდები.