ნუკა კვალიაშვილმა ახალი რჩეული გამოაჩინა - „მადლობა თქვენ, რომ არ დავკარგე რწმენა...“
ნუკა კვალიაშვილმა ახალი რჩეული გამოაჩინა - „მადლობა თქვენ, რომ არ დავკარგე რწმენა...“
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ორი შვილის დედაა, ლუკა 5 წლისაა, სანი - 2-ის. მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს, თუმცა ამასთან თავის მოვლა, ვარჯიში და ფორმაში ყოფნაც არ ავიწყდება. 12-წლიანი ურთერთობის შემდეგ მომღერალი ცოტა ხნის წინ ქმარს დაშორდა და ამის შესახებ ჟურნალ „გზასაც“ ესაუბრა:
„12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და
ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ. ამჟამად, ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება", თუნდაც - სულიერად, მორალურად, ხელოვნების მხრივ... ეს ადამიანი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია.“ - აღნიშნა მან ინტერვიუში.

altრატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა? - "ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება"


ნუკას ახალი რჩეული მუსიკაზე შეყვარებული ადამიანი, ბენ ბენიძეა. გიტარაზე უკრავს. ნუკას არა, მაგრამ ბენს სოციალურ ქსელში მითითებული აქვს, რომ ნუკასთან სასიყვარულო ურთიერთობაშია. სიყვარულით აღტაცება ნუკასაც ეტყობა, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ ამაღლევებლ პოსტს აქვეყნებს:

„აი, წყვილებს რონ ვუყურებ და რაღაც
მომენტში ჩანს რეალობა, რომ ბედნიერი ტიპები არიან, მაგათ მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ მოტივაციას მაძლევდით და თქვენი წყალობით გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ არსებობს ლამაზი ურთიერთობები. თუნდაც, პოსტებით იმხელა მოტივაცია მოდიოდა თქვენგან და ისეთ ბედნიერ შეგრძნებებს მანიჭებდით, რომ უბრალოდ მინდა, გითხრათ, როგორ მიხარია თქვენნაირი ხალხის ყურება და როგორ უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ სუყველას. მადლობა თქვენ, რომ დღეს მეც თქვენნაირად განვიცდი სიყვარულის გრძნობას, ურთიერთპატივისცემის მომენტს და არ დავკარგე რწმენა, რომ რეალურად არსებობს ეს ყველაფერი. მთელი გულით სულით და სიყვარულით მადლობა თქვენ“.
mshoblebi

თეკლა ჟვანია

15584
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
nene
0
ახლა გული რომ მერევა, ეს ორსულობის ბრალია ნეტავ თუ ამ სტატიის?
13:18 / 20-05-2019
ნია
6
ბედნიერებას გისურვებ ნუკი,ძალიან კარგი ხარ.
12:20 / 18-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```