მეფის ასულები ხშირად იყვარებენ სხვა ფენის და წარმომავლობის ადამიანებს. თუმცა ნორვეგიის პრინცესამ მაინც ყველას გაოცება მოახერხა.
ახლახანს პრინცესამ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი თავის შეყვარებულზე. "როდესაც ხვდები მონათესავე სულს, თქვენ გესმით მისი. მიხარია, რომ შევხვდი ჩემსას", - წერს მარტა.
პრინცესას რჩეული აღმოჩნდა შამანი დიურეკი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატის ეზოთერიკი და მკურნალი. თავის პოსტში ლუიზამ მადლობა გადაუხადა დიურეკს უპირობო სიყვარულისთვის. "ვინც აპირებს ჩემს გაკრიტიკებას, ვურჩევ გაჩერდეს. თქვენ არ გაქვთ უფლება ჩემი არჩევანის გაკრიტიკებისა".
"მე არ ვირჩვე მამაკაცს იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნები და ნორმები დავაკმაყოფილო", - აცხადებს პრინცესა.
მანამდე მარტა გათხოვილი იყო არი ბენზე, რომელთან ერთადაც 14 წელი იცხოვრა. ამ კავშირის დროს მას სამი ქალიშვილი გაუჩნდა და შემდეგ განქორწინდა.